სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
შოთა ფაჩუაშვილი გარდ. 1949-1993წ. სოხუმი აფხაზეთი წარმ. სოფ. მაღლაკი წყალტუბო შოთა ფაჩუაშვილი გარდ. 1949-1993წ. სოხუმი აფხაზეთი წარმ. სოფ. მაღლაკი წყალტუბო
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ფაჩუაშვილი სია

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

24       ბეჭდვა

შოთა ფაჩუაშვილი გარდ. 1949-1993წ. სოხუმი აფხაზეთი წარმ. სოფ. მაღლაკი წყალტუბო

 წიგნიდან საქართველოსთვის ომის ქრონიკები  აფხაზეთი 1992-93წწ რედ. ირმა ირემაძე

დაიბადა 1949 წლის 9 აგვისტოს ქ. სოხუმში. 

დაამთავრა სოხუმის N 4 საშუალო სკოლა. მოსკოვის მიწათმოწყობის ინსტიტუტი. 

მუშაობდა ქ. გაგრის პარტიის ქალაქკომში ინსტრუქტორად. 

1992 წლის ოქტომბრიდან, გაგრის დაცემის დღიდან მუშაობდა აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტში, სადაც მინისტრთა საბჭოს თანამშრომლებთან ერთად, სოხუმის დაცემის დღემდე, 27 სექტემბრის ჩათვლით იმყოფებოდა იქ.

1993 წლის 27 სექტემბრს მინისტრთა საბჭოში მყოფ თანამშრომლებთან ერთად აყვანილ იქნა ტყვედ  და სხვებთან ერთად იქნა დახვრეტილი.       

გაგრისა და კოლხიდის გასაყართან, ულამაზეს შემაღლებულზე, უზარმაზარი სახლის მშენებლობა ჰქონდა დაწყებული _ ისეთი ეზო უნდა მქონდეს, ჩემი ნინიკოს ქორწილის დროს ვერტმფრენსაც რომ არ გაუჭირდეს დაფრენაო... ეკალ-ბარდებისგან და ხეებისგან საეზოვე და სამშენებლო ტერიტორია სულ საკუთარი ხელით მოასუფთავა და ერთხელაც... მოქნეული ნაჯახისგან კინაღამ უფეხოდ დარჩა _ კარგა ხანს დადიოდა თაბაშირით. მახსოვს, სრულიად მოულოდნელად, როგორ წამომაყენა თავზე მისი სახლის მშენებლობაზე მომუშავე ხელოსნები _ დღეს სახლში საჭმელი არაფერი მქონდა და რამე აჭამეო.

თვითონაც ასეთივე გულწრფელობით დაგეხმარებოდა... ერთხელ ჩვენი სახლის ახალმიშენებულ აივანზე ბეტონს ვასხამდით. მზა ბეტონი აღმართზე უნდა აგვეტანა, თან _ ძალზე სწრაფად, რომ არ გაქვავებულიყო. შემთხვევით შემოგვირბინა, ნახა, რა დღეშიც ვიყავით, გავიდა ქუჩაში და თუ ვინმე გამვლელ-გამომვლელი შეხვდა _ დამსვენებელი თუ ადგილობრივი, ყველანი ჩვენი ეზოს კიბეებზე ჩამოამწკრივა და ასე, ვედროების კონვეირული გადაწოდებით, გადაგვირჩინა ბეტონი გაქვავებას. ერთხელაც, როცა მოსკოვში მიფრინავდა, მკითხა, რა ჩამოგიტანოო. მეც, დარწმუნებულმა, რომ უფრო ზრდილობისთვის მეკითხებოდა, ხუმრობით ვუთხარი _ ვარდისფერი კაფელი-მეთქი _ სახლში რემონტი გვქონდა და აბაზანისთვის, რატომღაც, ვარდისფერი კაფელი მქონდა ამოჩემებული. გაოგნებული დავრჩი, როცა ერთ მშვენიერ დღეს მირეკავს და მეუბნება _ შენი კაფელი ჩემთან არის, ამობრძანდი და წაიღეო... რაკი ჩვენი რემონტი ნელა მიიზლაზნებოდა, წამოღებას არ ვჩქაროდით და ასე, ორი თუ სამი წლის მანძილზე, გროვად ეწყო მოსკოვიდან სახელდახელოდ ჩამოტანილი ჩემი ვარდისფერი კაფელის ყუთები მისი სამსულიანი ოჯახის ციცქნა, ერთოთახიან ბინაში ... როიალის გვერდით.

მეგობრები დღემდე იხსენებენ მის ,,ხოხმებს“: ერთხელ, თურმე, გაგრის ახალგაზრდული ორგანიზაციის მესვეურებს სოხუმიდან უსაყვედურეს _ თქვენს ქალაქს ჯართის ჩაბარების გეგმა არა აქვს შესრულებულიო. სიტუაციის გამოსწორება შოთასთვის დაუვალებიათ... მასაც ბევრი არ უფიქრია, რომელიღაც სოფელში უმეთვალყუროდ მიტოვებული, გამართული ტრაქტორი, მილიციის ნაცნობი ინსპექტორის თანხლებით, სოხუმში, ჯართის ჩაბარების პუნქტში მიუტანია სატვირთო მანქანით. გაგრაში დაბრუნებულს კი უფროსისთვის უხარებია _ ყველაფერი რიგზეა, ჯართის გეგმა შესრულებულიაო. რამდენიმე დღის შემდეგ გაგრაში სოხუმიდან სატელეფონო ქოქოლა ,,წამოსულა“ _ როდის აქეთ ბარდება გამართული ტექნიკა ჯართშიო...

ლექსები უყვარდა _ განსაკუთრებით, რუსული პოეზია... თითქმის ზეპირად იცოდა ტიუტჩევი და ესენინი _ დაიწყებდა და ვერ გააჩერებდი.

...ახლა ომია, გაგრის მისადგომები ცეცხლის ალშია და შოთას მით უფრო რა გამოულევს საქმეს _ ქალაქის კომენდატისა და რწმუნებულის მარჯვენა ხელია... დავალების მიღებისთანავე მისთვის დამახასიათებელ `ЗНАЧИТ ТАК-ს“ იტყვის, თითქოს იაზრებს, რა და როგორ აქვს შესასრულებელი და გარბის ...

დროდადრო კომენდატურის პრესსამსახურის ოთახში შემოიჭყიტება, როგორა ხარო, მომიკითხავს და კარებს პასუხის მიღებამდე მიიხურავს... შოთასთვის არ არსებობს დაბრკოლება და სიძნელე. სხვებს მიცვალებული ვერ გადმოუსვენებიათ ბიჭვინთიდან გაგრაში, შოთამ კი, გაგანია ბრძოლებისას, გუდაუთის გავლით, რამდენჯერმე სოხუმშიც მოახერხა ჩასვლა _ ხან წითელ ჯვარს გაჰყვა, ხან _ უკრაინულ მისიას... აფხაზებთან სანდო ურთიერთობაშია და უამრავ ადამიანს ეხმარება ტყვეთა გათავისუფლებაში... ერთ დღეს რომ ბრძოლის ველიდან დაჭრილები გამოჰყავს, მეორე დღეს რუს და უცხოელ ჟურნალისტებს ხვდება ფსოუს საზღვართან, ხანაც საკუთარი მანქანით პროდუქტებს მიარბენინებს საველე სამზარეულოში. შიგადაშიგ, ჰუმანიტარულ ტვირთით დატვირთული გემების დაცლას ხელმძღვანელობს საზღვაო სადგურზე... ერთი სიტყვით, საქმე არ ელევა _ სულ დარბის.

გაგრის აღების მერე შოთას თბილისში შევხვდი. კაპიკი ფული არ მქონდა და, სამსახურის ძებნაში, იმხანად არსებულ ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტს მივაკითხე... შოთაც იქ დამხვდა _ მრჩევლად, თუ თანაშემწედ მუშაობდა. კომიტეტის თავმჯდომარე ვალერი ვაშაკიძემ პირადი მდივნის ადგილი შემომთავაზა.

ვიუკადრისე, თავმჯდომარეს დავემშვიდობე და ის იყო შენობიდან უნდა გამოვსულიყავი, შოთა დამეწია, განცხადება ხელიდან გამომგლიჯა და გაბრაზებულმა მომაძახა _ შიმშილით კუჭი გიხმება, რა დროის წუნიაობაა, განცხადება ჩემთან იქნება, კარგად დაფიქრდი და ორშაბათს მოდიო... ერთ ღამეში გამოვიტირე ჩემი, არცთუ ისეთი თვალშისაცემი ჟურნალისტური კარიერა, მოვერიე პიროვნულ და პროფესიულ ამპარტავნებას და ორშაბათს უკვე დამშვიდებული და სულ სხვა განწყობით მივედი. იმ ხელფასით, რასაც მთავაზობდნენ, შემეძლო მეყიდა _ ზეთი, კარტოფილი, წიწიბურა და, თუ სადმე ვიშოვიდი, კვერცხიც, რაც ასე ძალიან მენატრებოდა...

ერთი-ორი თვე ვიმუშავე მდივნად, შემდეგ სასტუმრო `აჭარაში“ ბინაც მომცეს, ვალერი ვაშაკიძემ პრესსამსახურის ხელმძღვანლად დამაწინაურა და ასე, ნელ-ნელა, ავიდგი ფეხი შოთას გულისხმიერებისა და საქმისადმი მისი ასეთი პრაგმატული მიდგომის წყალობით.

 ერთი ფაქტიც მახსენდება _ ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტში გაგრელმა მეზობლებმა მომაკითხეს, უბინაოდ იყვნენ და დახმარება მთხოვეს. მართალია, სოხუმი ჯერ კიდევ იდგა, მაგრამ ლტოლვილთა ნაკადი დღითიდღე მატულობდა და ბინები ძალიან ჭირდა... შოთას შევეხვეწე, ამ ხალხისთვის რამე მომიძებნე მეთქი...

უამრავი საქმე ჰქონდა და ასე მეგონა, როცა ველაპარაკებოდი, არც მისმენდა... საღამოს მეტროსთან შემხვდა, სულ ერთიანად მტვერში ამოგანგლული. რა დაგემართა, ასე ძალიან სად დაისვარე-მეთქი. გაკვირვებით შემომხედა _ შენი მეზობლები დავაბინავე, ოთახს კარ-ფანჯრები არ ჰქონდა, სადღაც ვიშოვე და ჩამოვკიდეო ...

შემდეგ ისევ აფხაზეთში წავიდა და მას

შემდეგ არც მინახავს _ ბოლომდე იქ დარჩა, თავის მშობლიურ სოხუმში, სადაც მოგვიანებით, საკუთარ, დედმამისეულ სახლში, დედა და ძმა ჩაუხოცეს...

...მახსოვს, ვალერი ვაშაკიძემ სოხუმში დაღუპული თანამებრძოლები და მეგობრები _ ნუკრი ცისკაზე, გურამ აღნიაშვილი და კოტე ლატარია ძლივს ვაი-ვაგლახით რომ ჩამოასვენა თბილისში, შოთაზე თქვა _ ის რომ არა, ვერაფერს გავხდებოდი, ასე მეგონა, აფრენილ თვითმფრინავსაც გამიჩერებდაო...

ვინც ასეთ შოთას იცნობდა, არავის გაჰკვირვებია, თუ რატომ დარჩა ის ბოლომდე სოხუმში, 27 სექტემბერს, ქალაქის დაცემის დღეს, სამშვიდობოს გამოსულმა, რატომ შეატრიალა საკუთარი მანქანა ცეცხლმოდებულ სოხუმში და რატომ დაუდგა გვერდით ჟიული შარტავას და მთავრობის სახლის დამცველებს.

...იმ ცნობილ ვიდეო-სიუჟეტში, რომლითაც 1993 წლის 27 სექტემბერს დღეს უკვე ეროვნული გმირების _ ჟიული შარტავას, გურამ გაბესკირიასა და მათი თანმხლები პირების ტყვედ აყვანის ფაქტი დასტურდება, ბევრმა არც იცის, თუ ვინ არის ის, უკანა რიგში მდგომი თეთრპერანგიანი და ჭაღარანარევი მამაკაცი, იმ წუთებისთვის შესაშური სიმშვიდით რომ ათვალიერებს არემარეს...

ეს შოთა ფაჩუაშვილია, მშობლიურ ქალაქს მისებურად, გამორჩეულად და ასე ლამაზად შეწირული უმუნდირო ჯარისკაცი.

ვენერა რურუა

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის

ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის შოთა ფაჩუაშვილი,

სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.






კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.05.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0