ივანე კერესელიძე (1829-1892) დაიბადა თბილისში. 1850 წელს დაამთავრა თბილისის I გიმნაზია.
1851 წელს სამეგრელოს მთავარმა დავით დადიანმა მიიწვია ზუგდიდში შვილების აღმზრდელ-მასწავლებლად. 1852 წლიდან დაიწყო საგამომცემლო მოღვაწეობა. 1854 წლიდან მეთაურობდა ქართულ დრამატულ დასს. 1857 წლის იანვარში აღადგინა და გამოსცა ჟურნალი "ცისკარი", რომელსაც ხელმძღვანელობდა 18 წლის განმავლობაში. 1862 წელს დაარსა გაზეთი "გუთნის დედა", 1887 წლიდან უშვებდა გაზეთ "ცისკარს". ვ. კერესელიძის პირველი ლექსები დაიბეჭდა 1851 წელს, გაზეთ "ზაკავკაზსკი ვესტნიკში". შემდეგ იბეჭდებოდა "დროებაში", "იმედში", "ივერიაში" და სხვა ჟურნალ-გაზეთებში. მისი ლექსები "შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი" და "ჩემო თვალის სინათლევ" პოპულარულ სიმღერებად იქცა. 1855 წელს ცალკე წიგნად გამოიცა ი. კერესელიძის პოემები, 1859 წელს ლექსთა პირველი კრებული.
წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.213
ბიბლიოგრაფია
- ლექსები : ალ. კალანდაძის შესავალი წერილი (ავტორი). - თბილისი, საბჭ. მწერალი, 1958. - 50გვ.
- ლექსები : თხ. ივანე კერესელიძისა, დაწერილი 1854-1876 წ.წ. (ავტორი). - ტფილისი, 1878. - 162გვ.
- ანბანი : ახალ-მოჰსწავლეთა ყრმათათვის (შემდგენელი). - ტფილისი, პირუელად გამოცემული., 1862. - 30გვ.
- ანბანი ახალ-მოჰსწავლეთა ყრმათათვის (შემდგენელი). - ტფილისი, პირუელად გამოცემული, 1856. - 24გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000962/