მალხაზ შველიძე (30 აპრილი 1960) დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კერამიკის განყოფილება.
1992-1993 წწ. მუშაობდა კერამიკის პედაგოგად ჰერნინგში (დანია); 1979 წლიდან მონაწილებდა გამოფენებში, მისი ძირითადი ნამუშევრებია: შადრევანი, სოჭის მსახიობის სახლი (1989); "მხედრები" (1990); "ადგილის სული" (იტალია, 1992); სერია "მჯდომარე ფიგურები" (1991-1999). მიღებული აქვს მონაწილეობა გამოფენებში: "ახალგაზრდა ქართველი კერამიკოსები" (კაუნასი, 1989), პარიზი, კანი (1990), "ახალგაზრდა ქართველი მხატვრები საფრანგეთში" (გალერეა "მონა ბისმარკი"), "ქართული ხელოვნება" (ვარნა, 1990; რომი, 1992; თბილისის "ივერთბანკი" და გალერეა "ორიენტი", 1996), "თანამედროვე ქართული ხელოვნება" (ბრინდიზი, 1991), კერამიკის (ჰერნინგი, 1993), გალერეა "თბილისი" (1996-1997), გალერეა "ორიენტი" (1998-1999). მისი ნამუშევრები დაცულია საფრანგეთის, იტალიის, დანიის, გერმანიის, აშშ, ბულგარეთის, ჰოლანდიის კერძო კოლექციებში. ქართული ლარის სიმბოლოს კონცეფციის ავტორი, მხატვარი-კერამიკოსი.
წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.506
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- კულტურის სამინისტროს ახალგაზრდა შემოქმედთა გაერთიანება, წევრი (1990-1993)