მირიან შველიძე 1 იანვარი, 1947 დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი თეატრალური მხატვრის სპეციალობით 1971 წელს.
1975 წლიდან რუსთაველის თეატრის დამდგმელი მხატვარია. გააფორმა სპექტაკლები: პ. კაკაბაძის "ყვარყვარე", უ. შექსპირის "რიჩარდ III", "მეფე ლირი", "ტიტუს ანდრონიკუსი", მაკბეტი", მ. ჯავახიშვილის "ქალის ტვირთი", "ჯაყოს ხიზნები" და სხვ. ასევე წარმატებით თანამშრომლობს უცხოეთისა და საქართველოს სხვა თეატრებთან.
წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ. - 1998-1999. - გვ.351
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- საქართველოს სახალხო მხატვარი
- შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია