შალვა ძნელაძე 15 ივლისი 1892-1934 დაბადების ადგილი: სოფელი ბურნათი, ჩოხატაურის რაიონი.
სწავლობდა თბილისში - ნატიფ ხელოვნებათა ხელშემწყობ კავკასიის საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში. 1917 წელს დაამთავრა კიევის სამხატვრო სასწავლებელი.
პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის საშუალო სკოლებში. იგი ავტორია ქაღალდზე ფანქრით, სანგინით, ტუშით ან აკვარელით შესრულებული მცირე ზომის ნახატებისა. მისი შემოქმედების მთავარი თემაა გურიის ყოფა. შესრულებული აქვს ს. გუგუნავას პოემა "თამარიანისა" და ე. ნინოშვილის თხზულებათა ილუსტრაციები. მისი ნახატებისათვის დამახასიათებელია რამდენიმე დეკორატიულ-დინამიკური კომპოზიცია, ცოცხალი, ექსპრესიული, ზოგჯერ - თითქმის გროტესკული ფიგურები. ნამუშევრები: "აჯანყებულთა ხელში"(1926), "ხევსურის სიკვდილი"(1928) "აჯანყებულთა ფიცი"(1932), "კრიმანჭული", "ჯანყი გურიაში"(1934, ყველა საქართველოს სურათების გალერეა). შექმნა ფერწერული ტილოები - "სადილი ხის ჩრდილში"(1925) "კალათიანი გოგონა"(1927) და სხვა. ფერმწერი, გრაფიკოსი.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.280