სოფელ ბურნათი წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ეკლესია
აგებულია 1872 წელს. ტაძარი ქვის სამრეკლო ქვის.
შტატის მღვდელი სარდიონ ონისიმეს ძე ძნელაძე. (ყავდა მეუღლე და ორი შვილი)
დაიბადა 1875 წელს.
1895 წელს დაამთავრა ოზურგეთის საერო სასწავლებელი, მუშაობა დაიწყო სოფელ ბურნათის სამრევლო სკოლაში მასწავლებლად. ამავე წელს დაიწყო მუშაობა სოფელ ბურნათის წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ეკლესიაში მედავითნედ.
1903 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ხელი დასხა ამავე ტაძარში მღვდლად. ის წირვას ატარებდა სოფელ ბუკნარის წმინდა დიმიტრის ეკლესიაში.
1910 წელს დააჯილდოვეს საგვერდულით.
მინიჭებული ჰქონდა მღვდლის სიგელი.
მედავითნე ანტონ გრიგოლის ძე ძნელაძე. (ყავდა მეუღლე და ხუთი შვილი).
დაიბადა 1861 წელს. წერა-კითხვა შეისწავლა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში. მიიღო მედავითნის წოდება. 1896 წელს ხელი დასხეს სოფელ ბურნათის წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ეკლესიაში მედავითნედ.
წყარო: ჩოხატაურის ტაძრები და ღვთიმსახურები 1800-ანი წლებიდან. ავტორი ნათია კალანდაძე