ეტიფანე, ეპიფანე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი XIII საუკუნის 20-იან წლებში. 1218 ეპიფანემ მოაწესრიგა ქ. ანისში მართლმადიდებელ სომეხ-ქართველ მოსახლეობასა და სამღვდელოებას შორის მომხდარი დიდი უთანხმოება, რომელიც გამოიწვია ანელი მღვდლების მიერ რელიგიური გადასახდელების (საქორწილო, მკვდრის წესის ასაგები და სხვ.) გადიდებამ. ეტიფანემ დაგმო მღვდლების საქციელი და სამჯერ შეამცირა რელიგიური გადასახდელები. ახალი ნიხრი, რომ მტკიცედ დაეცვათ, მან ქალაქის საჯარო ადგილას, ეკლესიის კედელზე თავისი სახელით სათანადო "ბრძანება" ამოაკვეთინა. ეტიფანემ ანისში რამდენიმე ახალი ეკლესია აკურთხა.