არსენ III — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი XIII საუკუნის 20-30–იან წლებში. იმავდროულად მწიგნობართუხუცესის თანამდებობა ეჭირა. პატრიარქობიდან გადადგა და სიცოცხლის ბოლო წლები შიომღვიმის მონასტერში გაატარა. იგი იხსენიება გრიგოლ სურამელის 1247 ან 1249 წელს შედგენილ მღვიმისადმი „დაწერილში“, როგორც ქართლის „კათალიკოზ-მწიგნობართუხუცეს ყოფილი“ და „მწირობით წმიდასა უდაბნოსა მღუიმისსა შინა მყოფი“. მოიხსენიება ასევე 1270 წლის შიომღვიმეში ხელნაწერ კათოლიკოს-პატრიარქთა სიაში.