ნიკოლოზ III — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაახლოებით 1247/48-82.
კათალიკოსობის ხარისხი ევდემონ კათალიკოსის შემდეგ მიიღო. ამხელდა და ებრძოდა ქართულ სახელმწიფოებრივ ცხოვრებასა და გაბატონებულ კლასის ზედაფენებში ფეხმოკიდებულ განდგომა-განკერძოებულობას, მომხვეჭელობას, წარმართულ და მონღოლურ წესებს. ნიკოლოზ III გაემგზავრა ურდოში, სადაც მან მიიღო ქართული ეკლესიის დაცვის „იერლაყი“ („შეწყალების წიგნი“), რომელიც ახლად ამტკიცებდა მცხეთის საპატრიარქო სვეტიცხოველის ტაძრის, საეპისკოპოსოებისა და მონასტრების არსებულ შეუვალობასა და პრივილეგიებს.