სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11211

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ამირან ამირანაშვილი  1955წ  დაბ. ბათუმი. აჭარა.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ამირანაშვილი სია

ბათუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

20       ბეჭდვა

ამირან ამირანაშვილი 1955წ დაბ. ბათუმი. აჭარა.

ამირან ამირანაშვილი (19 მაისი1955) დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.


დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი.

არის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი. ამ თეატრის სცენაზე, 1975–1993 წლებში, მან არაერთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მიხეილ თუმანიშვილის, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკისა და ცოტნე ნაკაშიძის დადგმებში: მოლიერი, "დონ ჟუანი" (1981–1990); ა. ცაგარელი, "ჭკუისა მჭირს" (1990); დ. კლდიაშვილი, "დარისპანის გასაჭირი"(1991); შექსპირი, "ზაფხულის ღამის სიზმარი" (1992) და სხვა. 1990-იანი წლების დასაწყისში საფრანგეთში გაემგზავრა პიტერ ბრუკის მიწვევით, სადაც 10 წლის განმავლობაში, 1993–2002 წლებში მუშაობდა სხვადასხვა თეატრში: ბრეტანის ნაციონალური თეატრი (ქ. რენი), სარა ბერნარის თეატრი (პარიზი), შაიოს თეატრი (პარიზი), კომედი დე ჟენევი (შვეიცარია), კლებერ მელო–ლოზანა (შვეიცარია), ბრიუსელის ნაციონალური თეატრი (ბელგია).


ითამაშა სპექტაკლებში: რ. გაბრიაძე, "ქუთაისი" (1994); ჰ. მიულერი, "ფილოქტეტი" (1995); ფ. კაფკა, "გამოსასწორებელ კოლონიაში" (1997); გოგოლი "რევიზორი" (1998); ვოლიერ დრომესკო, "ბარაკი" (2000); შექსპირი, "ოტელო" (2002). მსახიობის ცხოვრების შემდგომი ეტაპი უკავშირდება რუსთაველის თეატრს. რობერტ სტურუასთან ერთად იმუშავა პოცოს როლზე სპექტაკლში "გოდოს მოლოდინში" (2003). მარჯანიშვილის თეატრშიც იყო დაკავებული გიზო ჟორდანიასთან სპექტაკლში "ძალად ექიმი". პარალელურად მოღვაწეობდა კინოში. მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში: "მშვენიერი კოსტუმი" (1973), "ბეღურების გადაფრენა" (1976), "სიყვარული ყველას უნდა"(1978), "ძმა" (1981), "მიიღეთ გამოწვევა სინიორებო" (1982), "ინ ვინო ვერიტას" (1999); ლანა ღოღობერიძის "დღეს ღამე უთენებია" (1983); თენგიზ აბულაძის "მონანიება" (1983); გიორგი შენგელაიას "ხარება და გოგია" (1987); რეზო ჩხეიძის "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი" (1989); ოთარ იოსელიანის "მშვიდობით მშობლიურო მიწავ" (1999), "ორშაბათი დილა" (2002); "ყაჩაღები თავი VII" (1996), "შანტრაპა" (2010) და სხვა. 2010 წელს იგი კვლავ დაუბრუნდა თუმანიშვილის თეატრს. ამჯერად როგორც რეჟისორი, პროექტით, რომელიც გულისხმობდა ე. წ. "ვორქშოფს" ახალგაზრდა მსახიობებთან, რომლის საბოლოო შედეგი იქნებოდა დასრულებული სპექტაკლი – უილიამ შექსპირის "ჰამლეტი". მან შეკრიბა 13 ახალგაზრდა ენთუზიასტი მსახიობი და მათთან შვიდი თვე ეტიუდებსა თუ სავარჯიშოებზე იმუშავა, შემდგომ კი გაიმართა წარმატებული პრემიერა. ა. ამირანაშვილი არის მადრიდის, ედინბურგის, პერტის, ადელაიდას, კარაკასის, ბოგოტას ფესტივალების ლაურეატი. დაჯილდოებულია პრიზით მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის დანკერკის (საფრანგეთი) კინოფესტივალზე; ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის დიდი პრიზით (1996) ფილმისთვის "ყაჩაღები თავი VII". თეატრისა და კინოს მსახიობი.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 17.02.2020
ბოლო რედაქტირება 20.10.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 04.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0