სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12281

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ეკატერინე ამირეჯიბი 1889-1975წწ მსახიობი. დაბ. სოფ ხურვალეთი გორი. ქართლი. ეკატერინე ამირეჯიბი 1889-1975წწ მსახიობი. დაბ. სოფ ხურვალეთი გორი. ქართლი.

1889-1975 წწ. გარდ. 86 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ამირეჯიბი სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

62       ბეჭდვა

ეკატერინე ამირეჯიბი 1889-1975წწ მსახიობი. დაბ. სოფ ხურვალეთი გორი. ქართლი.

ეკატერინე ამირეჯიბი (6 მარტი, 1889-1975) მსახიობი. დაბადების ადგილი:სოფელი ხურვალეთი, გორის მუნიციპალიტეტი.



დაამთავრა მოსკოვის ს. ხალიუტინას თეატრალური სტუდია 1911 წელს.



1911–1953წწ. მსახიობად მუშაობდა ქუთაისის, სოხუმის, ბათუმის, ბაქოს, თბილისის რუსთაველისა და კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრებში; იყო საქართველოს რადიოს პირველი დიქტორი; წლების მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ა. ფაღავასა და "სახკინმრეწვთან" არსებულ სტუდიებში, სადაც კითხულობდა მეტყველების კურსს; მან პირველმა ჩაუყარა საფუძველი ქართულ ესტრადაზე მხატვრული კითხვის ტრადიციას; 



თამაშობდა დრამატულ და ტრაგიკულ როლებს; მის მიერ შექმნილი როლებია: 
ზეინაბი(ა. სუმბათაშვილ–იუჟინის "ღალატი"), ქეთევანი(დ. ერისთავის "სამშობლო"), თამარი(კ. მესხის "შოთა რუსთაველი"), მაშა(ლ. ტოლსტოის "ცოცხალი ლეში"), ქეთევანი(ა. ყაზბეგის "ქეთევან წამებული"), ემილია და ჰერტრუდა(უ. შექსპირის :" ოტელო" და " ჰამლეტი"), იოკასტე(სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), ლაურენსია(ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო"); გადაღებულია 40–მდე ფილმში – კეკე(მაგდანას ლურჯა", 1955), ხაზუა("ხევისბერის გოჩა" , 1964), მელანო(რაც გინახავს, ვეღარ ნახავს", 1965). იყო მხატვრული კითხვის ერთ-ერთი პიონერი საქართველოში; სამსახიობო კარიერის პარალელურად, ოცი წლის მანძილზე მუშაობდა რადიოში; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, სხვადასხვა სტუდიებში ასწავლიდა მხატვრულ მეტყველებას.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 17.02.2020
ბოლო რედაქტირება 20.11.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 04.04.2023
სულ რედაქტირებულია 3


ამირეჯიბი - გვარის 6 ღვთისმსახური

1 0

ამირეჯიბი მიხეილ ქაიხოსროს ძე 1833-1903წწ რუსეთის გენერალი დაბ. სოფ.ავლევი ქარელი ქართლი

3 0


გიორგი ამირეჯიბი 1880 -1919წწ საქართველოს გენერალი დაბ. სოფ. საღოლაშენი გორი

2 0


ირაკლი ამირეჯიბი 1963-1992წწ. გარდ. აფხაზეთში გმირი დაბ. თბილისი

8 0


მზეჭაბუკი (ჭაბუა) ამირეჯიბი ირაკლის ძე 1921-2013წწ მწერალი დაბ. თბილისი

1 0


ანასტასია ამირეჯიბი-ქიქოძე 1885-1968წწ. მხატვარი , სოფ. ხურვალეთი, გორი, ქართლი.

2 0


თენგიზ ამირეჯიბი 1927წ მსახიობი, მუსიკოსი, პედაგოგი. დაბ. თბილისი.

1 0