აფხაზეთის ომის გმირი, ირაკლი ამირეჯიბი დაიბადა ქ. თბილისში 1963 წლის 29 აპრილს და გარდაიცვალა, 1992 წლის 17 ნოემბერს.
ირაკლი ჭაბუას ძე ამირეჯიბი, ერთ-ერთი მათგანია, ვინც აფხაზეთში აფხაზებს კი არა, იმ უგუნურებას ებრძოდა, რამაც ეს საზარელი, ძმათამკვლელი ომი გააჩაღა. ამის დასტურია ერთი საოცარი ეპიზოდი მისი საბრძოლო ცხოვრებიდან.
ამის შესახებ,:სადესანტო-სადივერსიო ბატალიონის ყოფილი მეთაური, მიხო მორჩილაძე წერს:
"ერთხელ, დაზვერვაზე ყოფნისას თავისიანებს რაციით გამოძახებაზე პასუხობდა. ლაპარაკში მოწინააღმდეგის მზვერავიც ჩართულა, ალბათ იმ სასწაულებრივი მიზეზით, რომ ორივეს მედესანტეების საველე მეტსახელი ჰქონდა. ირაკლის შეუთავაზებია, დილის ხუთ საათზე ტამიშის ხიდთან შევხვდეთო. პირველი თავად მისულა, მოვედიო, ხმამაღლა დაუძახია. ის მეომარიც გამოსულა საფარიდან. ერთმანეთს გადახვევიან და, ვინ იცის, რა ისაუბრეს – ეს შეხვედრა ხომ სიცოცხლისა და მშვიდობის სახელით მოხდა და არა მტრობის და სისხლისღვრის წყურვილით.
ირაკლის სულის სიღრმემდე გაცნობიერებული ჰქონდა ვისი მოდგმისა იყო, ქვეცნობიერად გრძნობდა თავისი გმირი წინაპრების გენებს, რომელთა შორის აფხაზებიც იყვნენ!
ირაკლი 1992 წლის 1 ოქტომბერს ჩაირიცხა სადესანტო-სადივერსიო ბატალიონში დაზვერვის მეთაურის მოადგილედ. მას გავლილი ჰქონდა სამხედრო სამსახური ლიტვაში – სადესანტო ნაწილებში. სწორედ იქ ისწავლა უმძიმეს განსაცდელთან თვალის გასწორება, სამხედრო საქმის მრისხანე სიბრძნე და ვაჟკაცობის ფასი…
სადესანტო-სადივერსიო ბატალიონი, საგურამოში, ხანმოკლე საწვრთნელი შეკრების შემდეგ, სოხუმს გაფრინდა, საიდანაც ოჩამჩირეში გადაიგზავნა. აქ იყო მისი დისლოკაციის ადგილი.
ირაკლი თითქმის ყოველდღე გადიოდა მტრის ზურგში, აგროვებდა სადაზვერვო მონაცემებს, იბრძოდა. მონაწილეობდა სოფელ ბესლახუბას გათავისუფლებაში, მონაწილეობდა მერკულას დაცვაში, სოფელ შრომის გათავისუფლებაში, ოხურეის დაცვაში, რევას აღებაში, ლაბრას დაცვაში, ოჩამჩირის დივერსიული ჯგუფის განიარაღება-დაკავებაში. 26 ოქტომბერს მტრის სადივერსიო ჯგუფთან შეტაკებისას დაიჭრა, მაგრამ ბრძოლა არ შეუწყვეტია.
ამ ბრძოლისათვის გამოუცხადეს მადლობა და სახელმწიფო ჯილდოზე წარადგინეს. სადესანტო-სადივერსიო ბატალიონის ყოფილი მეთაური – მ. მორჩილაძე წერს:
,,ირაკლი ლამაზად იბრძოდა, გახსნილად იბრძოდა, თანამებრძოლებზე ზრუნავდა მუდამ. ეს ერთი შეხედვით ელემენტარული ამბავია, ეს ასეც უნდა იყოს ყოველთვის, მაგრამ ირაკლის სულში, ყველა ეს თვისება ერთგვარი წესრიგით იყო თავმოყრილი.
ირაკლი, ისტორიული სარაინდო წიგნებიდან ფოტოგრაფიული სიზუსტით გადმოსული, მამაცი მებრძოლი იყო, რომელმაც მთელი ფრონტის ხაზზე,მოკლე ხანში, გასაკვირველი სახელი დაიდო. ირაკლი, განსაცდელში ჩავარდნილი უცნობი ადამიანების სიცოცხლეს შეეწირა,
– ფრანგი ჟურნალისტი უკვე უსაფრთხო ადგილას ჰყავდა გაყვანილი. ის, რაც ირაკლიმ გააკეთა – გმირობაა. მოკვდა ლამაზი და სუფთა სიკვდილით"…
ეს მოხდა ტამიშთან, 17 ნოემბერს.
საშინელი ბრძოლების შემდეგ, მხოლოდ 19-ში მოვახერხეთ მისი შტაბში გადმოყვანა – ყვებოდნენ თანამებრძოლები. ამ დროისთვის უკვე მოწინააღმდეგის ბანაკშიც იცოდნენ ირაკლის ამბავი…
შემოგვითვალეს - "შეიძლება მოვიდეთ და მიცვალებულს პატივი მივაგოთო?"
- ჩვენ დავთანხმდით.
თეთრი დროშებით მოვიდნენ, მისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად. ვაჟკაცური გულწრფელობით მოგვისამძიმრეს.
8-10 ივნისი, 1998 წელი. ინტერვიუ აფხაზ სნაიპერ ქალთან, ეკა ახალაიასთან:
_ ვაჟკაცი ქართველი არ შეგხვედრიათ?
_ არა, იყვნენ, როგორ არა. აი, თქვენი მწერალი რომ არის, ამირეჯიბი, მაგისი ბიჭი იბრძოდა აქ, ჩვენს წინააღმდეგ, თბილისელების ბატალიონში. მაღალი, ლამაზი ბიჭი იყო… ვეფხვივით იბრძოდა. ნადირობდნენ ჩვენები მასზე… დაიღუპა. მაშინ ჩვენები, თეთრი დროშით გადავიდნენ მტრის პოზიციაზე, მიუსამძიმრეს ბატალიონს, ომი ომიაო, მოუბოდიშეს, შემდეგ უკან დაბრუნდნენ და გაამაგრეს თავისი პოზიციები.
_ როგორ მოკლეს?
_ ლიტველმა სნაიპერმა ქალმა მოკლა. ძალიან მოსწონებია და დანანებია, ასეთ სილამაზეს როგორ უნდა ვესროლოო, თუმცა მერე გვითხრა, ამაში ხომ ფულს მიხდიდნენო… და უსვრია".
"ერთხელ დახარა თავი ირაკლიმ, ერთადერთხელ, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ მანქანიდან დაჭრილი გადმოეყვანა და ტყვია სწორედ მაშინ მოხვდა" - ამბობს, სადესანტო-სადივერსიო ბატალიონის მეთაური, მიხო მორჩილაძე.
ირაკლის სიკვდილმა, მთელი საქართველო შესძრა.
ჭეშმარიტმა აფხაზებმა, კი იქვე, ტამიშში, ირაკლის ცხედართან გამოსამშვიდობებლად, მისვლის ნება ითხოვეს და ვაჟკაცური პატივი მიაგეს…
ხოლო იქ, სადაც ეს ულამაზესი ვაჟკაცი, მიწას მიაბარეს – უფლის განგებით, თეთრი შროშნები ამოსულა... ავტორი: რუსა ღვანიძე
მონაყოლი: ნოდარ კირკიტაძე (დაბ. 1956) სოფ, ენისელი, ყვარელი, კახეთი
ირაკლი ამირეჯიბის ცხედარი ვინ გამოსტაცა ბრძოლის ველიდან რუსებს და აფხაზებს 1992 წლის 17 ნოემბერს.
ნოდარ კირკიტაძე ყვარელი ენისელი.
ნოდარ ფრეწუაშვილიყვარელი
ზვიად სეფაშვილი ყვარელი
გია ბაბალაშვილი ყვარელი
ბეემპეს მძღოლი გავრუშა ყვარელი (გარდაცვლილია)
მე ოთხ ჩემს მეომართან ერთად გააფთრებული ბრძოლებით ძლივს გამოვგლიჯეთ დაუნდობელ, პირსისხლიან მტერს ბრძოლის ველიდან ირაკლის ცხედარი ბეემპეზე მაღლიდან დავაკარით,
იმის გამო რომ, შიგ დაჭრილი ჟურნალისტები წამოვკრიფეთ ბრძოლის ველზე მდებარე დიდ იამიდან და ისინი მოვათავსეთ საბრძოლო ტეხნიკაში...
ირაკლის გულიზე შევიჭერ საომრად მაგრამ....
ჩემი პატარა ძმა უკვე მკვდარი დამხვდა...
ვახო ჭუნაშვილი დამეჭრა და დაჭრილმა კიდევ იომა, ყვარლელი გავროშა მეჯდა შოფრათ და....
დაღამდა.
გამიხარდა რომ დაღამდა მაგრამ რუსებმა გაანათეს დედამიწა მაღლიდან პარაშუტზე დაკიდებული მანათობლებით...
დავიწყეთ ბრძოლა ირაკლის გამო, არ უნდოდათ მიცვალებული მეომრის გამოტანება, გეგონება იცოდნენო ვისი შვილიც იყო და მისი ვინაობაც...
გააფთრებულ ბრძოლაში გადაგვეზარდა და მე ვერც გავიგე როგორ მოვიდა ჩვენი ტანკი დახმარებაზე, ერთი სნარიადი უსვრია და ისიც აუცდენია....
შეშინებულები უკან გამობრუნებულან. მეორე დღეს ზვიად სეფაშვილს უნახია ოჩამჩირეში და ასეთი პასუხი გაუციათ;
იქ სერიოზულად ისროდნენო...
ბეემპეზე შალგი გადაგვიძრეს რაღაც უცნაური დიდი სნარიადით და ვეღარ გამოვედით ბრძოლის ველიდან....
ცეცხლი წაეკიდა ჩემ საბრძოლო მანქანას და ისევ ჩამოვხსენ ირაკლი მაღლიდან...დაგვიწყეს დაბომბვა!
მე დავყრუვდი ისეთი ახლოს მოხვდა გრანატამიოტის სნარიადი ბმპეს...კინაღამ ყველა დაგვხოცეს
ვახოს ჭრილობები აწუხებდა, სამნი დავრჩით მაგრამ მაინც მოვახერხეთ და ხოხვა - ხოხვით გამოვედით და ის დაჭრილი ქალბატონი და ფრანგიც გამოვიყვანეთ ნამდვილ ჯოჯოხეთიდან...
თუშიც (კობა ლაგაზიძე) ალყაში ყოფილა და ჩვენ მისვლამ ისიც გადაარჩინა...
მთელი ღამე ვათრიე ჩემი პატარა მეგობარი, ხან ზურგზე ვიკიდებდი და
ხან მოვათრევდით...
როგორც იქნა სამშვიდობოზე გამოვედით...
დაახლოებით ორი კილომეტრის გამოვლას ხუთი საათი მოვუნდით...
დაჭრილები ჟურნალისტი ირა გოგოსაშვილი და ვიღაც ფრანგი ჟურნალისტი ჩემმა მეომრებმა, როგორც იქნა გამოიყვანეს, ირა ფეხს ითრევდა, ეტყობოდა ფეხში იყო დაჭრილი და სავადმყოფოში გააგზავნეს და მე ირაკლი დავმალე ჩაის პლანტაციებში...თუშიც გვერდში მყავდა...
გაის პოსტი იყო და ძირში სეტკა ამოვჭერ, შევახოხე შიგ და მეშვიდე რიადში შევახამე ტოტებით და ბალახებით...
თენდებოდა, სუმთლად დავსველდი,
90 % დაყრუებული ვიყავ დაბომბიდან გამომდინარე და ძირითად შტაბამდე ვეღარ მივაღწიე...თავს ვეღარ ვგრძნობდი ზედ თუ მება, ისე მტკიოდა
ჩემ საცხოვრებელში მივედი და...
თერმომეტრმა 41 გრადუსი უჩვენა...
ბატონი ჯაბა თვითონ მობრძანდა ჩემთან და მთხოვა ნახაზი, თუ სად მყავდა ირაკლი დამალული...
თან ძალიან წუხდა; ჭაბუამ მე ჩამაბარა და მთხოვა მიმეხედა ირაკლისთვის...
ვერ მივხედე და მკვდარი მაინც ჩავაბაროვო...
ჭაბუამდე არ მივსულვარ, მრცხვენოდა კაცის თვალებში შეხედვის, ასე მეგონა მეც დამნაშავე ვიყავი ირაკლის გარდაცვალებაში, არადა ირაკლი თვითონ ჟურნალისტებს და უცხოელებს აცილებდა და მაგ დროს მოკლეს...
რაც მოხდა,
ღმერთმა ზუსტად იცის როგორც მოხდა..
ის კი არა, ვახტანგ გორგასლის ორდენზე ვიყავ წარდგენილი და ის არ ავიღე ჭადრაკის სასახლეში
მეამაყება რომ ირაკლი ამირეჯიბი ჩემი პატარა ძმა, ომის მეგობარი და სანიმუშო ქართველი იყო. შემდგომში ბუჩქებიდან, პროზექტურაში გადაასვენეს რომლის დროსაც მე იქაც ვყოფილვარ და იმდენად ცუდად ვიყავ აღარ მახსოვდა კობა ლაგაზიძემ შემახსენა ( თუში).
ირაკლი რომ ქართულ მიწაშია დამარხული,
ჩემი მეთაურობით მოხდა
ირაკლი ჭაბუას ძე ამირეჯიბი ერთი იმათგანია, ვინც აფხაზეთში აფხაზებს კი არა, იმ უგუნურებას ებრძოდა, რამაც ეს საზარელი, ძმათამკვლელი ომი გააჩაღა. ამის დასტურია ერთი საოცარი ეპიზოდი მისი საბრძოლო ცხოვრებიდან: ერთხელ, დაზვერვაზე ყოფნისას თავისიანებს რაციით გამოძახებაზე პასუხობდა. ლაპარაკში მოწინააღმდეგის მზვერავიც ჩართულა, ალბათ იმ სასწაულებრივი მიზეზით, რომ ორივეს მედესანტეების საველე მეტსახელი ჰქონდა. ირაკლის შეუთავაზებია, დილის ხუთ საათზე ტამიშის ხიდთან შევხვდეთო. პირველი თავად მისულა, მოვედიო, ხმამაღლა დაუძახია. ის მეომარიც გამოსულა საფარიდან. ერთმანეთს გადახვევიან და, ვინ იცის, რა ისაუბრეს – ეს შეხვედრა ხომ სიცოცხლისა და მშვიდობის სახელით მოხდა და არა მტრობის და სისხლისღვრის წყურვილით.
ირაკლის სულის სიღრმემდე გაცნობიერებული ჰქონდა ვისი მოდგმისა იყო, ქვეცნობიერად გრძნობდა თავისი გმირი წინაპრების გენებს, რომელთა შორის აფხაზებიც იყვნენ!
ირაკლი 1992 წლის 1 ოქტომბერს ჩაირიცხა სადესანტო-სადივერსიო ბატალიონში დაზვერვის მეთაურის მოადგილედ. მას გავლილი ჰქონდა სამხედრო სამსახური ლიტვაში – სადესანტო ნაწილებში. სწორედ იქ ისწავლა უმძიმეს განსაცდელთან თვალის გასწორება, სამხედრო საქმის მრისხანე სიბრძნე და ვაჟკაცობის ფასი… სადესანტო-სადივერსიო ბატალიონი საგურამოში ხანმოკლე საწვრთნელი შეკრების შემდეგ სოხუმს გაფრინდა, საიდანაც ოჩამჩირეში გადაიგზავნა. აქ იყო მისი დისლოკაციის ადგილი. ირაკლი თითქმის ყოველდღე გადიოდა მტრის ზურგში, აგროვებდა სადაზვერვო მონაცემებს, იბრძოდა. მონაწილეობდა სოფელ ბესლახუბას გათავისუფლებაში, მონაწილეობდა მერკულას დაცვაში, სოფელ შრომის გათავისუფლებაში, ოხურეის დაცვაში, რევას აღებაში, ლაბრას დაცვაში, ოჩამჩირის დივერსიული ჯგუფის განიარაღება-დაკავებაში. 26 ოქტომბერს მტრის სადივერსიო ჯგუფთან შეტაკებისას დაიჭრა, მაგრამ ბრძოლა არ შეუწყვეტია. ამ ბრძოლისათვის გამოუცხადეს მადლობა და სახელმწიფო ჯილდოზე წარადგინეს. სადესანტო-სადივერსიო ბატალიონის ყოფილი მეთაური – მ. მორჩილაძე წერს: ,,ირაკლი ლამაზად იბრძოდა, გახსნილად იბრძოდა… თანამებრძოლებზე ზრუნავდა მუდამ. ეს ერთი შეხედვით ელემენტარული ამბავია, ეს ასეც უნდა იყოს ყოველთვის, მაგრამ ირაკლის სულში ყველა ეს თვისება ერთგვარი წესრიგით იყო თავმოყრილი. ირაკლი ისტორიული სარაინდო წიგნებიდან ფოტოგრაფიული სიზუსტით გადმოსული ის მამაცი მებრძოლი იყო, რომელმაც მთელი ფრონტის ხაზზე გასაკვირველი სახელი დაიდო სულ მოკლე ხანში. ირაკლი განსაცდელში ჩავარდნილი უცნობი ადამიანების სიცოცხლეს შეეწირა, – ფრანგი ჟურნალისტი უკვე უსაფრთხო ადგილას ჰყავდა გაყვანილი. ის, რაც ირაკლიმ გააკეთა – გმირობაა… მოკვდა ლამაზი და სუფთა სიკვდილით…“
ეს მოხდა ტამიშთან, 17 ნოემბერს.
ირაკლის სიკვდილმა შესძრა მთელი საქართველო. მის სახელში შენივთდა და გაერთიანდა უამრავი თავდადებული ვაჟკაცის გლოვა, იმათიც, ვინც ფრონტის ხაზიდან მისი ცხედრის გამოტანას ემსხვერპლა. შეიქმნა ტკივილითა და მრისხანებით სავსე მრავალი ლექსი. უმწვავესია გ. ფერაძის სტრიქონები:
,,ღამე ბოღმისგან არ მძინავს,
შავი ჩამოწვა ნისლი,
რად შევარჩინოთ არძინბას
ამირეჯიბის სისხლი!..“
- არც შერჩა, ცოდვამ მიაკითხა… ჭეშმარიტმა აფხაზებმა კი იქვე, ტამიშში, ირაკლის ცხედართან გამოსამშვიდობებლად მისვლის ნება ითხოვეს და ვაჟკაცური პატივი მიაგეს… ხოლო იქ, სადაც ეს ულამაზესი ვაჟკაცი ერთადერთმა ტყვიამ მიწას მიაკრა, მერე უნახავთ, – თეთრი შროშნები ამოსულა უფლის განგებით.
მოგონებები ირაკლიზე:
ლალი გომიაშვილი, ლექტორი: `მახსოვს, უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებზე უსაშველოდ ლამაზი ყმაწვილი შემოვიდა. ერთბაშად ყველა გამომცდელის ყურადღება მიიპყრო. თვალს ვერ ვაცილებდით. ერთი სული გვქონდა, დაშიფრული ფურცელი გაგვეხსნა და მისი სახელი და გვარი ამოგვეკითხა. აბიტურიენტი გავისტუმრეთ, ფურცელი გავხსენით და ამოვიკითხეთ: ერეკლე მზეჭაბუკის ძე ამირეჯიბი. ხუთიანი მაგას, დაუფიქრებლად მოვახსენე კოლეგებს, რომელთაგან არც ერთს ჩემი გადაწყვეტილება არ გაუპროტესტებია~.
მოგვიანებით, უკვე ჯარში მყოფი ირაკლი ამირეჯიბი დედას შესჩივის: ,,მარტო გარეგნობა აინტერესებთ ჩემი... სული, სულია მთავარი...~
მაღალი, ნატიფი გარეგნობის ირაკლის პრინცს ვეძახით. თეთრი "ტულუპის" სახელოები იდაყვამდე წვდება. ასეთსაც იხდენდა. ლამაზად მოყვანილ თავზე თითქოს უჩინმაჩინის ქუდი ეხუროს, ისე შედის დაზვერვაზე. ბევრჯერ მოჰყოლია მის ასეთ "ვიზიტებს" სეპარატისტების ჰაერში აწეული შტაბი.
სოხუმიდან ოჩამჩირეში ჟურნალისტები ჩამოვიდნენ, ირინა გოგოსაშვილი და ფრანგი ფრენკ მორუა. ირინას შვილი, 14 წლის ბექა, ბიჭებთან ერთად ერთ–ერთ სახლში "ბინადრობს". ირინა ჯერ ბექას მოინახულებს, მერე გვერდით სახლში პოზიციებიდან ახლახანს დაბრუნებულ გლდანის "საძმოელებთან" ერთად მიდის ფრენკ მორუასთან ერთად. ლამფის შუქზეც კი ჩანს ირაკლი ამირეჯიბის და გლდანელების დახვეწილი გარეგნობა. ბიჭებმა და სტუმრებმა მთელი ღამე საუბარში გაათეთრეს. ფრანგულ ლიტერატურასა და ისტორიაზეც ისაუბრეს, შექსპირის სონეტებიც ინგლისურად წაიკითხეს. ქართველების ინტელექტით და გარეგნობით გაოგნებული ფრანგი დიდხანს არ იღებდა ხმას. მერე "თქვენისთანა ბიჭებს თქვენნაირი შვილების აღზრდა უნდა გევალებოდეთ მხოლოდ, რა დროს ომიაო", როგორღაც დანანებით უთქვამს. ჭაბუა ამირეჯიბის საპატივსაცემოდ (იუბილარი იყო ბატონი ჭაბუა, ტელეფონით მიულოცა ირაკლიმ მამას) "მრავალჟამიერიც" დააგუგუნეს.
მიხო მორჩილაძე, სადესანტო-სადივერსიო ბატალიონის ყოფილი მეთაური: `ჭაბუა ამირეჯიბი ჩემი ნათლიაა, ირაკლიც ჩემს ხელში იზრდებოდა. ომშიც მე წავიყვანე... ოჩამჩირეში ერთხელ, მტერი ზღვის მხრიდან გვიტევდა. ვიცოდი, სიკვდილის ხაზზე მომიწევდა გავლა, ამიტომაც ბიჭები გავუშვი და მძღოლთან ერთად გავუყევი სანაპიროს. ირაკლი მანქანას შემოახტა: ძია მიხო, ნუ მატყუებთ, ზურგში არავინ დაიყენოთო, თითქოს მიბრძანა და ჩემთან ერთად წამოვიდა. სიტყვა ვეღარ შევუბრუნე, ვიცოდი, არ დარჩებოდა...
ერთმა მებრძოლმა საბრძოლო სიტუაციაში ყუმბარა გახსნა. ყველა დაიმალა, ირაკლი არც დაწოლილა, ჯიქურ მიეჭრა იმ მებრძოლს. ტანზე 15-20 ჭრილობა ჰქონდა, ის კი იცინოდა, შეტევაზე გადავიდა. მერე თბილისში გამოგზავნეს. ექიმების დაჟინებული თხოვნით მხოლოდ 3 ნამსხვრევი ამოიღო და სამ დღეში ისევ აფხაზეთში ჩამოვიდა. ვერ დაგვტოვა...~
ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავდა. მოსკოვში იყვნენ, როცა აფხაზეთში საომარი მოქმედებები დაიწყო და ლევან აბაშიძე გარდაიცვალა. ბავშვობის მეგობრები იყვნენ. გაგიჟდა. მეორე დღესვე თბილისში ჩამოვიდა და ორ დღეში აფხაზეთში წავიდა.
თამარ ჯავახიშვილი, ჭაბუა ამირეჯიბის მეუღლე: `ყველას იმედი იყო. რომ მიდიოდა, ლიფტთან იდგა, თავით ლიფტის სახურავს წვდებოდა, ეზოში ბიჭები ელოდებოდნენ... ყველა დაგვკოცნა და გამოგვემშვიდობა. მე კართან გავაჩერე და ვუთხარი: გახსოვდეს, ერთი გმირობა სიფრთხილეც არის-მეთქი. არ დამავიწყდებაო, მითხრა. მერე შემობრუნდა და დაამატა: მე დავბრუნდებიო. მარტომ აიარა ასახვევი, წავიდა და აღარ დაბრუნებულა...~
1992 წლის 16 ოქტომბერს ქართველი ჟურნალისტი ფიგაროს ჟურნალისტ ფრენკ მორუას ოჩამჩირეში ჩაჰყვა. წინა დღეებში ლაბრა საშინლად იბომბებოდა.
ქართველი ჟურნალისტის მონათხრობიდან: ,,ქართველები ერთი აფხაზის სახლში იყვნენ გამაგრებულები. ზაზა ხუნდაძემ ირაკლი გამაცნო. მეორე დღეს ჭაბუას დაბადების დღე თენდებოდა. ირაკლის იმ საღამოს უნდოდა მამის დაბადების დღის აღნიშვნა. ფრანგ ჟურნალისტზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა იმ საღამომ. თითქმის ყველა ბიჭი ორ-სამ უცხო ენაზე საუბრობდა. მათ შორის ირაკლიც. ფრანგმა რომ გაიგო, ცოცხალი კლასიკოსის შვილიაო, მის აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა. მეორე დილას ბიჭებმა ბრძანება მიიღეს: ოჩამჩირიდან სოხუმში ტვირთი უნდა გადაეტანათ. სამი სატვირთო და ერთი მსუბუქი მანქანა იყო. მე, ფიგაროს ჟურნალისტი, ირაკლი და ზაზა ძარაზე ავძვერით. გზად, ტამიშის სასაფლაოსთან სროლა ატყდა. ირაკლი ისე იქცეოდა, მომეჩვენა, რომ წერას ჰყავდა ატანილი. თავს არაფრით ხრიდა, სამიზნესავით ფეხზე მდგარი ესროდა მტერს. იმ ადგილზე სროლა ჩაწყნარდა და გზა განვაგრძეთ. ზუსტად 2 კილომეტრის შემდეგ გაუქმებულ ფერმებს მივადექით, რომელშიც რამდენიმე აფხაზი სნაიპერი იყო გამაგრებული. პირველ მანქანას ნაღმმტყორცნი ესროლეს და იქვე ააფეთქეს. მეორე მანქანაში ჩვენ ვისხედით, მასაც ჭურვი მოარტყეს, მაგრამ არ აფეთქდა, მიმართულება შეიცვალა და ცხვირით ხრამში ჩაეშვა. მესამე ნაღმმტყორცნით მსუბუქი მანქანა ააფეთქეს. იქ სამი კაცი მოკვდა და ორი ქალი დაიჭრა. ირაკლი ჯერ იმ ქალების საშველად გაიქცა და სამშვიდობოს გამოიყვანა. მე მანქანის ძარიდან ვერ ჩამოვდიოდი და ვყვიროდი, დამეხმარეთ-მეთქი. ჩემს საშველად წამოვიდა, რამდენიმე წუთში ტყვია გულში მოხვდა. ადგილზევე დაიღუპა.
მანამდე მახსოვს, ზაზას ჰკითხა: რატომ არ გაცვია ჟილეტიო. ვიღაცას ვათხოვეო, უპასუხა ზაზამ. მაშინვე გაიხადა ჟილეტი და ისე ჩაჯდა მანქანაში... ვინ იცის, ესეც ბედისწერა იყო.
საოცარი იცით, რა იყო? მეორე წელს, ტამიშში, ზუსტად იმ ადგილას მოვხვდი, სადაც მკვდარი ირაკლი იწვა. გაზაფხული იყო და შროშანები ადამიანის სხეულის ფორმით მთელ იმ ადგილს ფარავდა, სადაც წინა წელს ირაკლი მოკლეს. სასწაული იყო...~
`ირაკლი 17 ნოემბერს დაგვეღუპა ტამიშთან, _ ყვებოდნენ თანამებრძოლები. _ საშინელი ბრძოლების შემდეგ მხოლოდ 19-ში მოვახერხეთ მისი შტაბში გადმოყვანა. ამ დროისთვის უკვე მოწინააღმდეგის ბანაკშიც იცოდნენ ირაკლის ამბავი... შემოგვითვალეს, შეიძლება მოვიდეთ და მიცვალებულს პატივი მივაგოთო. დავთანხმდით. თეთრი დროშებით მოვიდნენ მისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად. ვაჟკაცური გულწრფელობით მოგვისამძიმრეს. იქნებ მიხვდნენ, რომ ტყვია ესროლეს საკუთარი გენისა და ჯიშის მომავალს, სიცოცხლე მოუსწრაფეს აფხაზეთის სათაყვანო რაინდების _ მიხეილ და გიორგი შერვაშიძეების შთამომავალს? ირაკლის ძარღვებში ხომ შერვაშიძეების სისხლიც ჩქეფდა...~
გაზეთი `დრო~, 8-10 ივნისი, 1998 წელი. ექსკლუზიური ინტერვიუ აფხაზ სნაიპერ ქალთან, ეკა ახალაიასთან:
_ ვაჟკაცი ქართველი არ შეგხვედრიათ?
_ არა, იყვნენ, როგორ არა. აი, თქვენი მწერალი რომ არის, ამირეჯიბი, მაგისი ბიჭი იბრძოდა აქ, ჩვენს წინააღმდეგ, თბილისელების ბატალიონში. მაღალი, ლამაზი ბიჭი იყო... ვეფხვივით იბრძოდა. ნადირობდნენ ჩვენები მასზე... დაიღუპა. მაშინ ჩვენები თეთრი დროშით გადავიდნენ მტრის პოზიციაზე, მიუსამძიმრეს ბატალიონს, ომი ომიაო, მოუბოდიშეს, შემდეგ უკან დაბრუნდნენ და გაამაგრეს თავისი პოზიციები.
_ როგორ მოკლეს?
_ ლიტველმა სნაიპერმა ქალმა მოკლა. ძალიან მოსწონებია და დანანებია, ასეთ სილამაზეს როგორ უნდა ვესროლოო, თუმცა მერე გვითხრა, ამაში ხომ ფულს მიხდიდნენო... და უსვრია~.
`ერთხელ დახარა თავი ირაკლიმ, ერთადერთხელ, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ მანქანიდან დაჭრილი გადმოეყვანა და ტყვია სწორედ მაშინ მოხვდა~, _ წერს მიხო მორჩილაძე.
იქ, სადაც ეს ულამაზესი ვაჟკაცი ერთადერთმა ტყვიამ მიწას მიაკრა, მერე უნახავთ, – თეთრი შროშნები ამოსულა უფლის განგებით.
https://www.facebook.com/photohistory70/photos/a.750853014962631/3096955737019002/