რეზი თვარაძე დაიბადა 1928 წელს ვანის რაიონის სოფელ უხუთში. დაამთავრა თბილისის სახ. უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1952 წელს.
მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი.
1966-67 წლებში მუშაობდა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების რედაქციის გამგედ, 1967-68 წლებში - გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" რედაქტორად, მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დირექტორად (1973-75), ჟურნალ "ცისკრის" პასუხისმგებელი მდივანად, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის განყოფილების გამგედ და სხვ. 1968 წლიდან საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1952 წლიდან. თარგმნილი აქვს მ. ლერმონტოვის, ა. ბლოკის, ა. ისააკიანის თხზულებანი, უილიამ ფოლკნერის რომანები: "სოფელი", "ქალაქი" და სხვ.
ბიბლიოგრაფია
- ქართული ლიტერატურის ისტორია : მოკლედ მოთხრობილი უცხოელთათვის.ნაკვ.1. (ავტორი). - თბილისი, საქართველოს მაცნე, 2001. - ISBN: 99928-28-34-X
- რელიგიის ისტორია და კულტურა : მე-3 კლასის სახელმძღვანელო. ნაწ.1.ქრისტიანული მოძღვრების შესავალი (ავტორი). - თბილისი, საქართველოს მაცნე, 2000. - 48გვ.
- გადასახედი : მწერლობა. რელიგიური ფილოსოფია. ისტორია :წერილები (ავტორი). - თბილისი, საქართველო, 1997. - 540გვ.
- უბანი : წერილები, ჩანახატები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1996. - 96გვ.
- რელიგია და კულტურა : ქრისტიანული მოძღვრების შესავალი.ნაწ.1. მე–3 კლასის სახელმძღვანელო. - თბილისი, სამშობლო"-ს სტ, 1994
- თხუთმეტსაუკუნოვანი მთლიანობა : ქართული მწერლობა (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1985. - 303გვ.
- ძველი ქართული მოთხრობა : V-XII საუკუნეებში (შემდგენელი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1979. - 542გვ.
- წერილები : ლეგენდა გალაქტიონის ცხოვრებისა (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1979. - 312გვ.
- გალაკტიონი (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1972. - 231გვ.
- ლიტერატურული წერილები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1964. - 223გვ.
- მოუსვენარი დღეები (თანაავტორი). - თბილისი, საბლიტგამი, 1959. - 76გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000532/