ზაზა თვარაძე ( 1957-2007) დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1979 წელს.
1980-2000 წწ. იყო ჟურნალ "ბალავერის" ლიტერატურული რედაქტორი, შემდეგ რედაქტორი; სახვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალებში: "არილსა" და "მკურნალში", ასევე ქართული ენციკლოპედიის რედაქციაში. მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა 1993 წლიდან. გამოცემულია ლექსების კრებულები: "ტან-ცზი სიცივეში" (2003), "Tyrannosaurus Rex" (2005), "პილიგრიმი (2011); პოემა "მხიარული ლანდები" (2011); მოთხრობების კრებულები: "მოხეტიალე" (1999), "თავგადასავალი" (2008); რომანი "სიტყვები" (2005-2011), რომელიც პირველად დაიბეჭდა 1994 წელს ჟურნალ "ცისკარში". ნაყოფიერად მუშაობდა მხატვრულ თარგმანში.
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.59
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- მწერალთა გაერთიანება "არილი", წევრი
- მწერალთა გაერთიანება "პენ-ცენტრი", წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2009 - ლიტერატურული პრემია "გალა" (გარდაცვალების შემდეგ)
მონტებულსუ ანუ ელის არაჩვეულებრივი მოგზაურობა / ზაზა თვარაძე.-თბილისი : ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2009.-254გვ.
ბიბლიოგრაფია
- მხიარული ლანდები : 11 საგა ექოებით და ფინალით (ავტორი). - თბილისი, ნეკერი, 2011. - 108გვ.. - ISBN: 978-9941-416-82-8
- მონტებულსუ ანუ ელის არაჩვეულებრივი მოგზაურობა (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2009. - 254გვ.. - ISBN: 978-9941-403-84-2
- თავგადასავალი : პროზაული კრებული (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბ, 2008. - 474გვ.. - ISBN: 978-9941-403-89-7
- ქართული ისტორიული მოთხრობა : 2 წიგნად (ავტორი). - თბილისი, ბაკმი, 2008. - ISBN: 978-99940-27-31-6
- სიტყვები : რომანი (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2006. - 194გვ.. - ISBN: 99940-30-02-7
- Tyrannosaurus Rex : ლექსები (ავტორი). - თბილისი, არეტე, 2005. - 86გვ.. - ISBN: 99940-810-7-1
- ტან-ცზი სიცივეში : ლექსები (ავტორი). - თბილისი, კავკასიური სახლი, 2003. - 92გვ.. - ISBN: 99928-71-36-9
- მოხეტიალე : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1999. - 240გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000716/