ლევან ანთაძე (12 ნოემბერი, 1932) (87 წლის) დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1955 წელს.
1955-1967წწ. მოღვაწეობდა მარჯანიშვილის, 1967-1975წწ. რუსთავის თეატრებში. 1975 წლიდან კვლავ დაუბრუნდა მარჯანიშვილის თეატრს. მის მიერ შესრულებულ როლებს შორის აღსანიშნავია: ზურია - რეზო თაბუკაშვილი "რას იტყვის ხალხი"; შოთა არევაძე - კიტა ბუაჩიძე "მკაცრი ქალიშვილები"; ბუბნოვი - მაქსიმ გორკი "ფსკერზე"; ჩარლი - ტომას ბრანდონი "ჩარლის დეიდა"; ზურიკო - ნოდარ დუმბაძე, "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"; შიშკობა - პოლიკარპე კაკაბაძე "კახაბერის ხმალი" და სხვ. კინოროლებიდან: "ყვავილი თოვლზე" (1959); "გაქცევა გამთენიისას" (1975); "დათა თუთაშხია" (1978); "მონანიება" (1984); "ქუჩის დღეები" (2010); "რენე მიდის ჰოლივუდში" (2010) და სხვ.