დეკანოზი კონსტანტინე ანთაძე 1872-1933
დეკანოზი კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე 1872 წელს ქუთაისის გუბერნიაში, შორაპნის მაზრაში მღვდლის ოჯახში დაიბადა. ეკუთნოდა აზნაურთა წოდებას. 1895 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო
სემინარია. 1896 წლის 1 სექტემბრიდან ქუთაისის ერთერთ კერძო სკოლაში ასწავლიდა. 1897 წლის 19 იანვარს იმერეთის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 26 იანვარს მლვდლად დაასხა ხელი და მარელისის მაცხოვრის ამაღლების სახ. ტაძრის წინამძღვრად განამწესა. 1897 წლის 5 სექტემბერს ტრაგიკულად გარდაიცვალა საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის მდივანი, „ნადვორნი სოვეტნიკი“, დეკანოზის შვილი, აზნაური ილია მოსეს ძე კიკნაველიძე (ცხენიდან ჩამოვარდა 31 აგვისტოს და მძიმედ დაშავდა). იგი 12 სექტემებრს დაასაფლავეს მშობლიურ სოფ. კიკნაველეთში. დაკრძალვას დაესწრო იმერეთის ეპისკოპოსი ბესარიონი (დადიანი), არქიმანდრიტი ლეონიდე (ოქროპირიძე), დეკანოზი დავით ღამბაშიძე და მრავალი სასულიერო პირი. რამდენიმე მათგანმა სიტყვაც წარმოთქვა. ქადაგება წარმოთქვა ასევე ახლად ნაკურთხმა მლვდელმა კონსტანტინე ანთაძემ: „არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი“. სიკვდილი, ეს საშიშარი და თავზარდამცემი თანაბრად უსპობს სიცოცხლეს ყველას: მდიდარს და გლახაკს, ბრძენს და სულელს, დიდსა და პატარას, იმას, ვინაც თვისის მოქმედებით კვალი დააჩნია ცხოვრების მსვლელობას და იმასაც, ვინაც თვისი ტალანტი მიწაში ჩაფლო და ამაოდ ჩაარონია თვისი სახელი. შენ-კი, რომელ აქ ჩამოთვლილის თვისებებით იყავ გარემოცული, საყვარელო ძმაო ილია? შენ არ ეკუთვნოდი იმ ბრბოს ხალხისას, რომელმაც თვისი სახელი სიკვდილთან ერთად გააქრო, არამედ იყავი ყოვლის კაცის სახელის მომხვეჭი და გამაფაქიზებელის ღირსებით შემკული. შენ იყავი
ღვთის მსახური და მოყვარე, მოძმეთათვის გულ-შემატკივარი, გულით და სულით მდიდარი, მტრისთვისაც კი თავდაუზოგველი, გულჩვილი, არა ამპარტავანი, გულწრფელი და არა მკაცრი! აი, ამისთანა თვისებების მქონე კაცი ულმობელმა სიკვდილმა არ დაგინდო და თვისის მოქნეულის ცელით მსწრაფლ გამოგასალმა ამ წუთისსოფელს. ამისთვისაც არის ძვირფასო ძმაო, რომ შენს გაციებულს გვამს ერთის გრძნობით და სიყვარულით თავს დაგტირიან შენის სიკვდილით გაუბედურებული და თითქმის მზე-დაბნელებული მშობლები, შენი ცრემლ-შეუშრობელი, გასაწყლებული, უიმედო ცოლ-შვილი, გულ-ჩათუთქული ნათესაობა შენი და ყველა ის, ვისაც კი ოდესმე სახელი შენი სმენია. „გუშინ ჩვენთანა მზრახველს“ დღეს შენმა აღმზრდელმა მიწამ უნდა გადაგაფაროს თვისი სუდარი, ჩაგიკრას გულში სამუდამოდ და გაქციოს მტვრად. ძმაო, ნეტავი შენ, რომ აასრულე შენი მოვალეობა! თუ შენთვის მზეს კიდევ ენათა და სიბნელით არ დახშულიყავ, ხომ ამაზედ მეტს კვალს დაამჩნევდი ცხოვრებას და მიაღწევდი იმ წერტილამდინ, რომელიც დასასრულია ადამიანის ქვეყნიური ცხოვრებისა?! ახლა კიდევაც გამოეთხოვე შენს ნაჭირნახულებს სახლს, შენს, თეთრის წვერებით მოსილს მამას, შენის დედის დამწვარ ძუძუებს, დაობლებულს, გზა-დაფანტულს, უსუსურს შვილებს, რომლებზედაც ამოგდიოდა მზე, შენს ნათესაობას და ყველას, ვისაც შენ ახსოვდი; წარსდეგი შენს წინაპრებთან ერთად ჩვენის სულის საოხად და ჩვენც ყველანი, სანამ შენს ჩვენთვის საყვარელს სახელ „ილიას“ ჩვენს ბაგეს შენსავით სიკვდილი არ მოაშორებს, არ დაგივიწყებთ, რადგან ვიცით, რომ არა მოჰკვედ, არამედ სცხონდი და განსთქენ შენ საქმენი უფლისანი! საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, ძვირფასი, საყვარელო ძმაო ილია, ამინ“. 1898 წლის 28 იანვრიდან მლვდელი კონსტანტინე მარელისის ახალი ტაძრის აღმშენებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. 1898 წლის 14 დეკემბერს აირჩიეს სასულიერო დეპუტატად სასწავლო დაწესებულებისა და იმერეთის სანთლის ქარხანაში.
1902 წლის 14 მარტიდან იგი მარელისის ტაძარზე მიწერილი მეორე ტაძრის აღმშენებელი კომიტეტის ხელმძღვანელია. 1901 წლის | დეკემბერს ლეღვანის ერთკლასიანი სამინისტრო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს. 1904 წლის 20 მაისს ცხრაწყაროს წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს და იქაც სამრევლო-საეკლესიო სკოლის პედაგოგად დაინიშნა. 1904 წლის 17 ოქტობერს ყვირილის კერძო ქალთა სკოლაში საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. 1906 წლის 1 სექტემბრიდან ყვირილის საქალაქო ოთხწლიანი დაწყებითი სკოლის პედაგოგია. 1907 წლის 27 აპრილს იმერეთის ეპარქიალური სასწავლო საბჭოს, შორაპნის მაზრის განყოფილების თავმჯდომარედ აირჩიეს. 1907 წლის 1 სექტემბერს დაევალა ყვირილის ორკლასიან ქალთა სკოლის მშენებლობის მეთვალყურეობა. 1908 წლის 5 მაისს შორაპნის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების შემოსავლების გაკონტროლება მიენდო. 1909 წლის 1 სექტემბერს ყვირილის საკვირაო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1908 წლის 9 ივლისს ჭიათურის სამრევლო-საეკლესიო სკოლის აღმშენებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაადგინეს. 1908 წლის 27 აგვისტოს ოლქის სამლვდელოების მხრიდან მეორედ აირჩიეს სასულიერო დეპუტატად. 1910 წლის 11 სექტემბერს ყვირილის ვაჟთა სამრევლო-საეკლესიო სკოლის პედაგოგად დაინიშნა. 1912 წლის 1 თებერვალს ყვირილის სარკინიგზო ორკლასიანი დაწყებითი
4-1 საპატრიარქოს უწყებანი N4 24 თებერვალი-9მარტი 2022წ გვ.23
დეკანოზი კონსტანტინე ანთაძე 1872-1933 (გაგრძელება)
სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1913 წელს მესამედ აირჩიეს დეპუტატად. 1915 წელს ქართველი მგოსანის აკაკი წერეთლის გარდაცვალებას ყვირილიდან გამოეხმაურა მოძღვარი და გაზეთ „სამშობლოში“ სამგლოვიარო დეპეშაც გამოაქვეყნდა: „თვალთ შეუდგამო,
საქართველოს ნექტარო, ბატონო აკაკი! შემდეგ ისრაელების წარტყვევნისა და იერუსალიმის მოოხრების იერემიას წარმოთქმულ გოდებას, ბეთლემსა და „ყოველთა საზღვართა მისთა“ იროდე მეფის ბრძანებით თოთხმეტი ათასი ყრმების გაჟლეტით, მათის დედების ცრემლებს ერთად შევაგუბებ; გოლგოთის მთაზე ქალწულ დედა მარიამს, მენელსაცხებლეთა დედათა და პეტრე მოციქულის მწარე კურცხლებს იესო ქრისტეს ჯვარცმით გამოწვეულთ, ყველა ამ ცრემლებს მიუძღვნი ქართველის დედას, რომ მან
გულდათუთქულმა, უუბადრუკესმა და უსაწყალობელმა ეს ცრემლთა ნაკადული საქართველოს გულში ჩაასხ-ჩააწუროს, იაკობის იდუმალ კიბეს, რომელზედაც ანგელოზები ადიან და ჩამოდიან, ფეხი შენს ხმელთ ზურმუხტზე დაუდგას, ხოლო თავი „ფირუზ ცას“ მიაბჯინოს და იქიდან, წარმომთქმელმა: „აჰა ძუძუნი, რომელთა სწოვდი და წიაღი, რომლითა გიტვირთიდი შენ, და გაპკუროს იგი ცრემლთა ნაკადული. და როდესაც შენი სწავლა-მოძღვრება სახარებასავით იქადაგება საქართველოში კიდითი კიდემდე, და სასურველს ნაყოფს გამოიღებს ერისთვის, მაშინ შენს დროებით დამადუმებელს სიკვდილს მედგრად შევსძახებ, „სადაა სიკვდილო საწერტელი შენი, სადა არს ჯოჯოხეთო ძლევა შენი“. მაშინ შენს
საფლავზე, რ-რც მცხეთელ სიდონიის თავზე, რომელმაც ქრისტეს კვართი გულში ჩაიხუტა და მით მიწაში ჩაესვენა, აღმოცენდება ხე, ამ ხისგან გაკეთდება სვეტიცხოველი, რომელიც შეედგმის ბურჯად შენს სამშობლოს და იქიდან გამონადენი მირონი განკურნავს ყველა მის შვილს დაავადებულ-დასნეულებულს, მაშინ „განიბნევიან ყოველნი მტერნი
მისნი“, მაშინ ოთხივე მხარეებზე მდინარეები მორწყვენ დიდი ხნის ნაგვალულებს არემარეს, რომ დაიწყოს ბიბინი ჯეჯილმა“.
1917 წლის8-17 სექტემბერს, მღვდელი კონსტანტინე, როგორც იმერეთის ეპარქიის დელეგატი, ესწრებოდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებას და ამ დროს იგი იყო არგვეთის ოლქის კეთილმოწესე. დაჯილდოებული იყო: 1902 წელს საგვერდულით: 1905 წელს სკუფიით; 1911 წლის 6 მაისს კამილავკით; 1916 წლის 15 მაისს -– სამკერდე ოქროს ჯვრით; 1919 წელს -– დეკანოზის წოდებით. დეკანოზი კონსტანტინე ფსევდონიმით „კ. გრძელი“ აქტიურად თანამშრომლობდა იმჟამინდელ ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან და აქვეყნებდა იქ საინტერესო პუბლიცისტურ სტატიებს. თარგმნიდა სტატიებსა და ნაშრომებს. განსაკუთრებით აქტუალურია მისი ვრცელი წერილი „ივერიის ეკლესიის შესახებ“, სადაც მოგვითხრობს ეკლესიაში არსებულ იმჟამინდელ პრობლემებზე, დადებით და უარყოფით მხარეებზე, საღვთისმეტყველო და საღვთისმსახურო წიგნების თაობაზე, როგორი იყო სარწმუნოებრივი მდგომარეობა საქართველოში, ალწერს სამღვდელოების ცხოვრებას და ასე შემდეგ. ეს ნაშრომი ნაწყვეტ-ნაწყვეტ იბეჭდებოდა 1915 წელს ქ. თბილისში გამომავალ გაზეთ „საქართველოში“.
1921 წელს ყვირილის (ეხლ. ზესტაფონის) წმ. დავით და კონსტანტინეს სახ. ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1924 წლის 19 აგვისტოს გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნდა ვინმე ს. ცუცქირიძის წერილი „მღვდლები მიწას ამჯობინებენ ზეცას“, სადაც ვკითხულობთ: „1924
წლის 8 აგვისტოს მოხდა ზესტაფონის რაიონის სამღვდელოების კრება, რომელსაც დაესწრო 25 მღვდელი. კრების თავჯდომარედ არჩეულ იქნა მღვდელი კოტე ანთაძე, მდივნათ მღვდელი ბიქტორ ბარათაშვილი. დღის წესრიგში იდგა შემდეგი საკითხები: 1) ინფორმაცია სრულიად საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ცენტრალური
აღმასრულებელი კომიტეტის დამატებითი მიწის კოდექსის მე-9 და მე-8 მუხლების შესახებ (მიწით სარგებლობა რელიგიური კულტის მსახურთათვის), მოხსენების შემდეგ სამღვდელოებამ მიიღო შემდეგი რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია შემდეგი: მოვისმინეთ რა მოხსენება სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილების მიწის კოდექსის მე-9 და მე-82 მუხლების
შეფარდების შესახებ, ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი მღვდელი ზესტაფონის რაიონისა, აღვნიშნავთ, რომ მიწის მუშაობა საკუთარი შრომით არის საზოგადოებრივი სარგებლიანი შრომა და ჩვენც,
გვსურს რა ვეწეოდეთ საზოგადოებრივ შრომას და
ვიქნეთ მშრომელთა საზოგადოების წევრი, ხმამაღლა ვაცხადებთ საზოგადოების და მის ხელმძღვანელ საბჭოთა ხელისუფლების წინაშე, რომ ჩვენ ვსტოვებთ დღეიდან მღვდელმოქმედებას. დღეიდან
მივალთ სოფლის გლეხებთან არა როგორც მღვდე-
4-2 საპატრიარქოს უწყებანი N4 24 თებერვალი-9მარტი 2022წ გვ.24
დეკანოზი კონსტანტინე ანთაძე 1872-1933 (დასასრული)
ლი, არამედ როგორც გლეხი -- მიწის მუშა“. შემდეგ
არის 24 მღვდლის ხელმოწერა და წერილის ბოლოს ავტორის მინაწერი: „ვნახოთ თუ როგორ შეასრულებენ თავის დაპირებას ზემოხსენებული პირნი“! მიუხედავად იმისა,რომ მან ხელი მოაწერა მღვდელმოქმედების არ შესრულების დოკუმენტს, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მან შენდობა ითხოვა და კვლავ განაახლა მსახურება. 1927 წელს 10 ოქტომბერს მას
კვლავ ეკლესიაში ვხედავთ და იგი ზესტაფონის ტაძრის წინამძღვარია. 1928 წლის 30 სექტემბერს იმავე ტაძრის მეორე მღვდლად იხსენიება. 1929 წლიდან დეკანოზი კონსტანტინე აღარ იხსენიება მოქმედი სამღვდელოების რიგებში. ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შედეგად მან ისევ გაიხადა ანაფორა და საერო სამსახურში გადავიდა. 1930 წელს ხმაჩამორთმეულთა სიაში წერია, რომ იგი არის ყოფილი მღვდელი და ეწევა კოლმეურნეობაში მუშაობას. 1930 წელს ცაკის საორგანიზაციო განყოფილების გამგე გასცემს ცნობას, სადაც ვკითხულობთ: „მოქ. კონსტანტინე დავითის ძე ანთაძის განცხადება მისთვის უკანონოთ ხმის
უფლების აღკვეთის შესახებ იმყოფება წარმოებაში ს. ს. ცაკში, რისთვისაც თანახმად არსებულ წესისა 1930 წ. 9/II ინსტ. §-44 ძალით, ის არ უნდა იქნეს აღკვეთილი არავითარ მოქალაქეობრივ უფლებებში გარდა საარჩევნო უფლებისა“. 1931 ან 1932 წელს იგი ქ. თბილისში შვილებთან ჩამოდის საცხოვრებლად და ამიერკავკასიის რკინიგზის დირექციაში „თარჯიმანთა ბიუროში“ მთარგმნელად იწყებს მუშაობას. დეკანოზი ნიკიტა თალაქვაძე თავის მოგონებებში წერდა: „დირექციაში მუშაობდა ჩემი ამხანაგი კოტე ანთაძე. ის პაპულია ორჯონიკიძემ მიიღო სამსახურში. დირექცია სავსე იყო „ჭეშმარიტი რუსებით“ და სომხებით, რომლებიც მთელი დღეები ინტრიგნობით იყვნენ დაკავებული, მაგრამ პაპულიას შიში ჰქონდათ. მათი საჩივრების წყალობით პაპულია მალე მოხსნეს თანამდებობიდან და მათ შვებით ამოისუნთქეს. ერთ დღეს ვინმე თუმანოვი მეკითხება: ვინ არის ის გრძელი ახალი მთარგმნელი, რომელიც ეხლახან მიუღიათო?! მე უპასუხე: ის გვარად ანთაძეა, სახელად კოტე ჰქვია, ტფილისის სას. სემინარია დასრულებულია, ლიტერატორია, რუსულ-ქართული ენის კარგი მცოდნეთქო. თუმანოვი ისევ მეკითხება: ის რაღაც სასულიერო პირსა ჰგავსო! -- მე უპასუხე: არამც თუ ჰგავს სასულიერო პირს, არამედ ქ. ზესტაფონში ღვდლობდა მეთქი“. ამ დღიდან გავიდა 10-12 დღე და
მოსკოვის გაზეთში #230 დაიბეჭდა სტატია შემდეგი
სათაურით: ......................... სადაც ეწერა, რომ დირექციაში ორი მღვდელია მოკალათებული, რომლებიც საგულდაგულოდ მალავენ თავის
წარსულსო. მე ვამხილე ამის დამწერი თუმანოვი და ბურთი ჩავსჩარე პირში, თუმცა შესაძლებელია მალე ქუჩაში ამოვყო თავი, რადგან დაიწყო შემცირებები. 1933 წლის 10 იანვარს გამოცხადდა შტატების
შემოკლება. 1500 მოსამსახურედან დატოვეს 1000. მე არ შემხებია შემოკლება, მაგრამ, სამწუხაროდ ქართველ მთარგმნელებში მოჰყვა „კოტე გრძელი“ ანთაძე“. როგორც ამ მოგონებებიდან ვგებულობთ,
კონსტანტინე უსამსახუროდ დარჩა, რამაც მძიმედ იმოქმედა მასზე. ყოფილი მოძღვარი ამ ამბიდან მალევე, 1933 წლის 22 დეკემბერს გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს იმავე წლის 26 დეკემბერს ვერის სასაფლაოზე. ჰყავდა მეუღლე ალექსანდრა მოსეს ასული (დაბ.
6.06.1872წ.) და შვილები: ისააკი (დაბ. 2.09.1900წ.), ლუარსაბი (დაბ. 2.01.1904წ.), შალვა (დაბ. 2.09.1907წ.).
კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე 1872-1933წწ მართლმ. მღვდელი დაბ. სოფ. ვარძია, ხარაგაული
დაბადების ადგილი: სოფელი ვარძია, შორაპნის მაზრა.
სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია.
მუშაობდა ქუთაისის კერძო სასწავლებელში მასწავლებლად (1895). 1897 წელს მარელისის სამრევლოში მღვდლად მიიწვიეს, სადაც სახალხო სკოლა გახსნა და სამი წელი უსასყიდლოდ ასწავლიდა, შორაპანში დაასრულა ქვითკირის ეკლესიის მშენებლობა. იყო სასულიერო გამომძიებელი. ხშირად საეპარქიო სამღვდელოების დეპუტატად ირჩევდნენ. მასწავლებლობდა ზესტაფონის კერძო ქალთა პროგიმნაზიაში, ვაჟთა სამოქალაქო სკოლაში, რკინიგზის სკოლასა და ვაჟთა გიმნაზიებში. მისი ხელმძღვანელობით დაარსდა ზესტაფონის "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება"(1909) და "ქართული საქველმოქმედო საზოგადოების" განყოფილებები (1912), რომელთა გამგეობების წევრიც იყო. 1916 წელს, სხვებთან ერთად, მეფის ნაცვალს საქართველოს ავტოკეფალიის გამოსათხოვად წარუდგა. 1917 წელს იმერეთის ეპარქიის სამრევლო-საეკლესიო სკოლების საბჭოს თავმჯდომარე, იმავე წელს - იმერეთის ეპარქიის სამრევლო-საეკლესიო დროებითი აღმასრულებელი და შორაპნის სამაზრო კომიტეტის წევრი იყო. უმთავრესად იტაცებდა ხელოვნება სარწმუნოებაში, კარგი კითხვა-გალობა და სასცენო-დრამატული ხელოვნება. მწერლობა დაიწყო 1895 წელს, ჟურნალ "ჯეჯილში" ხალხურ ანდაზებს, გამოცანებს, ლექსებს აქვეყნებდა.
წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.170