ლილი აფხაზავა (10 მაისი 1914-1977) მსახიობი.დაბადების ადგილი: სოფელი ჯუმათი, ლანჩხუთის რაიონი.
დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრთან არსებული დრამატული სტუდია 1936 წელს.
1937 წლიდან იყო ბათუმის თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია ლეანდრა(კ. გოლონის "სასტუმროს დიასახლისი"), გულნაზი(ს. მთვარაძის "თევრათ"), ნენო(ს. შანშიაშვილის "არსენა"), გაიანე(ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ივდითი(კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ანა ბატონიშვილი(ლ. გოთუას "მეფე ერეკლე"), ლუდმილა(ა. ოსტროვსკის "დაგვიანებული სიყვარული"), ლუიზა(ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"),ტიბზე(ვ. ჰიუგოს "ანჟელა"), მარფა(ვ. დარასელის "კიკვიძე"), დარიკო, ცაბუ(შ. დადიანის "ნინოშვილის გურია", "ნაპერწკლიდან"), მზევინარი(ვაჟა-ფშაველსა "მოკვეთილი"), ანეტა(ა. სამსონიას "ჩემი შვილი სიმონი"), ტურფა, პირიმზისა და პირიმთვარისა(ა. წერეთლის "პატარა კახი"), რაშელი(მ. გორკის "ვასა ჟელეზნოვა"), ქსენია(ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), ნაირა(პ. ლორიას "ნაირა"), ციალა(ა. შერვაშიძის "მზე"), მარია ანტონოვა(მ. გოგოლის "რევიზორი"), ასია(უ. ჰაჯიბეკოვის არშინ-მალ-ალან"), პეპეშა(ვ. კანდელაკის "უშრეტი წყარო") და სხვ.