სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11211

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
გივი ბერიკაშვილი 1933- 2017წწ გარდ. 84 წლის, მსახიობი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი; დაბ. სოფ. კოლაგი გურჯაანი, კახეთი.

1933-2017 წწ. გარდ. 84 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ბერიკაშვილი სია

გურჯაანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

22       ბეჭდვა

გივი ბერიკაშვილი 1933- 2017წწ გარდ. 84 წლის, მსახიობი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი; დაბ. სოფ. კოლაგი გურჯაანი, კახეთი.

გივი ბერიკაშვილი (15 მაისი 1933- 2017) მსახიობი.


დაბადების ადგილი: სოფელი კოლაგში, გურჯაანის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1956 წელს.

1956-1958წწ. იყო სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი; 1958-1967წწ. კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი; 1967-1975წწ. რუსთავის დრამატული თეატრის მსახიობი; 1975 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. მონაწილეობდა ფილმებში: "ღვინის ქურდები", "მზე შემოდგომისა", "ლონდრე", "სიყვარული ყველას უნდა", "სამოთხის გვრიტები", "მიჯაჭვული რაინდები" და სხვ. მიღებული აქვს წლის საუკეთესო მამაკაცის პრემია, სპექტაკლში - "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი".


ფილმოგრაფია

1965: „ჯილდო“ (პეტო) რეჟ. გიორგი შენგელაია

1966: „გიორგობის თვე“ რეჟ. ოთარ იოსელიანი

1966: „ლონდრე“ (ლონდრე) რეჟ. თამაზ მელიავა

1968: „ბზიანეთი“ რეჟ. ლიანა ელიავა

1971: „დაისი“ (ტიტო) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი

1972: „მშვიდობით, ინესა!“ რეჟ. ირაკლი ასათიანი

1973: „გაგიმარჯოს, მეზობელო!“ (ზღვარი) რეჟ. თამაზ გომელაური

1973: „მზე შემოდგომისა“ (პლატონი) რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი

1974: „წყარო გზის პირას“ (შაშო) რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი

1975: „ნიძლავი“ რეჟ. რამაზ შარაბიძე

1975: „შაბათ საღამოს“ რეჟ. რამაზ შარაბიძე

1975: „თერმომეტრი“ რეჟ. რამაზ შარაბიძე

1975: „სამი მანეთი“ რეჟ. რამაზ შარაბიძე

1975: „კიბე“ რეჟ. რევაზ ჭარხალაშვილი


1975: „ღვინის ქურდები“ (ფირუზა) რეჟ. ვალერიან კვაჭაძე

1976: „ნატვრის ხე“ (ფადლაურა) რეჟ. თენგიზ აბულაძე

1976: „გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელი და სხვები)“ რეჟ. ნანა მჭედლიძე

1977 : „სამი სასიძო“ რეჟ. რევაზ ჭარხალაშვილი

1977: „ლიმონის ტორტი“ რეჟისორები რევაზ (რეზო) გაბრიაძე, ამირან დარსაველიძე

1977:„პეპელა“ რეჟისორები ნელი ნენოვა, გენო წულაია

1977: „მწვერვალის დამპყრობნი“ რეჟისორები რევაზ (რეზო) გაბრიაძე, ამირან დარსაველიძე

1977: „როცა დედები შინ არ არიან“ რეჟ. პავლე ჩარკვიანი

1977: „დაბრუნება“ რეჟ. რამაზ შარაბიძე

1978: „დათა თუთახშია“ (კოსტა დასტურიძე) რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, გურამ (გიზო) გაბესკირია

1979: „ქორწინება იმერულად“ (ბუზუტი) რეჟისორები ნელი ნენოვა, გენო წულაია

1980: „წარმატება (იღბალი)“ რეჟ. ბაადურ წულაძე

1980: „ზღაპარი“ რეჟ. კონსტანტინე (კოტე) სურმავა

1980: „სიყვარული ყველას უნდა“ (კოლმეურნეობის თავმჯდომარე) რეჟ. მიხეილ ჭიაურელი, გიორგი შენგელაია

1982: „მარადისობის კანონი“ (ბულიკა) რეჟ. ვალერიან კვაჭაძე

1983: „ყვითელი ჩიტი“ რეჟ. ამირან დარსაველიძე

1984: „ორშაბათი ჩვეულებრივი დღეა“ (აბუთიძე) რეჟ. ვალერიან კვაჭაძე

1985: „ყველაზე სწრაფი მსოფლიოში“ რეჟ. გიორგი (გია) მატარაძე

1989: „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე

1990: „თეთრი ბაირაღები“ (ტიგრანა) რეჟ. გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე

1993: „ლეონარდო“ (მტვირთავი) რეჟ. დავით ნაცვლიშვილი

1994: „ჩონგური (მანქანის ქურდები)“ რეჟ. აიდინ დედაშვილი

1995: „შიში“ (ფოსტის გამგე) რეჟ. ზაურ სავანელი

1996: „წარსულის აჩრდილები“ რეჟ. ლევან თუთბერიძე

1997: „სამოთხის გვრიტები“ (მასწავლებელი) რეჟ. გოდერძი ჩოხელი

1999: „კოლა და ვანო“ რეჟ. ზურაბ თუთბერიძე

1999: „მიჯაჭვული რაინდები“ (სანჩო პანსა) რეჟ. გოდერძი ჩოხელი

2003: „სიყვარულის ცეცხლი“ რეჟ. გოდერძი ჩოხელი

2005: „მიდიოდა მატერებელი“ (მანდო, რამკიანი ქურდი) რეჟ. გიორგი შენგელაია

2008: „მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი“ რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე

2009: თბილისური Love Story (ლადო) რეჟ. ირაკლი ჩხიკვაძე

2011: „ღვინის აკვანი“ (დოკუმენტური ფილმი) რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი


ნათამაშები როლები

მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრი:

ალექსანდრე კორნეიჩუკი „ესკადრის დაღუპვა“ (მეზღვაური) რეჟ. გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე

უილიამ შექსპირი „რიჩარდ III“ (ექიმი) რეჟ. ვასო ყუშიტაშვილი

ლევან გოთუა „სამსახეობა რაინდისა“ (მელია) რეჟ. გრიგოლ ლაღიძე

ანა აღლაძე „შავთვალა გოგონა“ (მიშიკო) რეჟ. ანზორ ქუთათელაძე, გურამ მაცხონაშვილი

ავენირ ზაკი, ისაი კუზნეცოვი „ორი ფერი“ (მილიციის ზემდეგი) რეჟ. ვასო ყუშიტაშვილი

ბერნარდ შოუ „იულიუს კეისარი და კლეოპატრა“ (მენავე) რეჟ. ვასო ყუშიტაშვილი

ნოდარ დუმბაძე „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (ოთარი) რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე

ანა აღლაძე „მღელვარე დღეები“ (ოფიცერი) რეჟ. ვერიკო ანჯაფარიძე

ნიკოლას პერიალისი „ბაფთიანი გოგონა“ (ნოტიასი) რეჟ. ანზორ ქუთათელაძე

უილიამ შექსპირი „რომეო და ჯულიეტა“ (გრეგორიო), რეჟ. ვახტანგ ტაბლიაშვილი

ნოდარ დუმბაძე „მე ვხედავ მზეს“ (ოტია) რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე

კონსტანტინე ტრენიოვი „ლუბოვ იაროვაია“ (მთავარსარდალი) რეჟ. არჩილ ჩხარტიშვილი

უილიამ შექსპირი „აურზაური არაფრის გამო“ (I შიკრიკი) რეჟ. ლილი იოსელიანი

გიორგი მდივანი „კონსული მოიპარეს“ (ლუიჯი) რეჟ. გია ანთაძე

გიორგი შატბერაშვილი „მკვდრის მზე“ (ყაჭია) რეჟ. არჩილ ჩხარტიშვილი

ჯერომ სელინჯერი „თამაში ჭვავის ყანაში“ (რობერტი) რეჟ. იური კაკულია

პოლიკარპე კაკაბაძე „კახაბერის ხმალი“ (I რაზმელი) რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე

გიორგი ხუხაშვილი „მთაწმინდის მთვარე“ (ზაზა) რეჟ. მედეა კუჭუხიძე

ოთარ ჩხეიძე „ვისია ვისი“ (ახალგაზრდა) რეჟ. იური კაკულია

იან ოტჩენაშეკი „რომეო, ჯულიეტა და წყვდიადი“ (მამა) რეჟ. იური კაკულია, ნუგზარ გაჩავა

ნოდარ დუმბაძე „საბრალდებო დასკვნა“ (ტიგრანა) რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე

ჰენრიკ იბსენი „მოჩვენებანი“ (ენგსტრანი) რეჟ. თემურ ჩხეიძე

კიტა ბუაჩიძე „ეზოში ავი ძაღლია“ (ალექსანდრე ჩინჩახელი) რეჟ. გოგი თოდაძე

მერაბ ელიოზიშვილი „ბერიკონი“ (ლალე) რეჟ. ლევან მირცხულავა

ალექსანდრე ჩხაიძე „შთამომავლობა“ (ბონდო ლანჩავა) რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე

ალექსანდრე ჩხაიძე „ჩემი ეიფელის კოშკი“ (ფილიპე გუმბერიძე) რეჟ. გოგი თოდაძე

ილია ჭავჭავაძე „ასის წლის წინათ“ /„კაცია ადამიანი?!“/ (ლუარსაბი) რეჟ. თემურ ჩხეიძე

ნოდარ დუმბაძე „მარადისობის კანონი“ ბულიკა, რეჟ. გოგი თოდაძე

ნოდარ დუმბაძე „ისევ ამქვეყნად დავრჩები“ რეჟ. თემურ ჩხეიძე

უილიამ შექსპირი „ფოლსტაფი“ (სერ ჯონ ფოლსტაფი) რეჟ. გოგი თოდაძე

ფრიდრიხ შილერი „ვერაგობა და სიყვარული“ (მილერი) რეჟ. თემურ ჩხეიძე

ედუარდო დე ფილიპო „მილიონერი ნეაპოლი“ (ჯენარო) რეჟ. გოგი თოდაძე

ნილ საიმონი „მგზნებარე შეყვარებული“ (ქეშმენი) რეჟ. თემურ ჩხეიძე

გიორგი ერისთავი „ძუნწი“ , ანატოლ ფრანსი „მუნჯი ცოლი“ , რაფიელ ერისთავი „ბიძიასთან გამოხუმრება“ / „ისევ ვოდევილები“ (თავადი) რეჟ. გოგი თოდაძე

რევაზ კლდიაშვილი „იადონის თეატრი“ (ვანიჩკა) რეჟ. გოგი თოდაძე

სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი

ვიქტორ როზოვი „გზა მშვიდობისა“ (აფანასი)

ვიქტორ გაბესკირია „გაზაფხულის დილა“ (დავითი)

ირაკლი ჭავჭანიძე „მამლუქი“ (საჭურისი)

ვალერიან კანდელაკი „მაია წყნეთელი“ (მეფე ერეკლე)

ალეჰანდრო კასონა „ხეები ზეზეურად კვდებიან“ (დირექტორი)

კარლო გოლდონი „ორი ბატონის მსახური“ (ფლორინდო)

რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრი

ოტია იოსელიანი „მოჯადოებული მწვერვალი“ (ავთო)

ედუარდო დე ფილიპო „კომედიის ხელოვნება“ (მღვდელი)

ალექსანდრე ჩხაიძე „ხიდი“ (ბრაკონიერი)

პოლიკარპე კაკაბაძე „კახაბერის ხმალი“ (გოსტაშაბი) რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე

გიორგი მდივანი „კონსული მოიპარეს“ (კონსული)

მაქს ფრიში „ბიდერმანი და ცეცხლის გამჩაღებელი“ (შამიტი)

მაქსიმ გორკი „ფსკერზე“ (თათარი) რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე

ოტია იოსელიანი „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“ (მიტუა) რეჟ. იური კაკულია

ნოდარ დუმბაძე „საბრალდებო დასკვნა“ (ტიგრან გულოიანი) რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე

უილიამ შექსპირი „ჰამლეტი“ (პირველი მესაფლავე) რეჟ. ლილი იოსელიანი

საპატიო წოდებები, პრემიები

საქართველოს დამსახურებული არტისტი

საქართველოს სახალხო არტისტი

კოტე მარჯანიშვილის სახ. პრემიის ლაურეატი

იპოლიტე ხვიჩიას სახ. პრემიის ლაურეატი

წლის საუკეთესო მამაკაცის პრემია ( „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“ )



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 25.02.2020
ბოლო რედაქტირება 26.02.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 31.03.2023
სულ რედაქტირებულია 2



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0