სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
გიორგი ბერიკაშვილი მიხეილის ძე 1973-2008წწ გარდ. 35 წლის, სამაჩბლო, კაპრალი წარმ. სოფ. კოლაგი გურჯაანი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანი, გიორგი ბერიკაშვილი მიხეილის ძე 1973-2008წწ გარდ. 35 წლის, სამაჩბლო, კაპრალი წარმ. სოფ. კოლაგი გურჯაანი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანი, გიორგი ბერიკაშვილი მიხეილის ძე 1973-2008წწ გარდ. 35 წლის, სამაჩბლო, კაპრალი წარმ. სოფ. კოლაგი გურჯაანი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანი, გიორგი ბერიკაშვილი მიხეილის ძე 1973-2008წწ გარდ. 35 წლის, სამაჩბლო, კაპრალი წარმ. სოფ. კოლაგი გურჯაანი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანი,

1973-2008 წწ. გარდ. 35 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ბერიკაშვილი სია

გურჯაანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

415       ბეჭდვა

გიორგი ბერიკაშვილი მიხეილის ძე 1973-2008წწ გარდ. 35 წლის, სამაჩბლო, კაპრალი წარმ. სოფ. კოლაგი გურჯაანი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანი,

გიორგი ბერიკაშვილი მიხეილის ძე კაპრალი: ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ. 1973 – 2008


 ერთხელ ცოცხლობს და ერთხელ კვდება  ქართველი კაცი, მტრის სისხლით სავსე, ზოგჯერ მისვამს ეს სავსე თასი, ეი, ძმობილო სიკვდილს რად ეძებ, აცადე ღმერთსა, ვიდრე ის თვითონ მიგიყვანდეს სამარეს შენსას...


 ეს პატარა, ხაიამის სტილში ნაწერი ლექსი ნაზი ბერიკაშვილმა მეუღლის საფულეში იპოვა. იმ საფულეში, რომელიც ვაზიანიდან წამოიღო – მეუღლის გმირულად დაღუპვის შემდეგ. ეს ლექსი დაწერილია სიკვდილამდე 2 დღით ადრე...

გიორგი ბერიკაშვილი 9 აგვისტოს დაიღუპა ცხინვალში – მტერმა მისთვის ოცზე მეტი ტყვია გაიმეტა...

დაიბადა და გაიზარდა თბილისში, იპოდრომთან. ბავშვობა ლაღი და უზრუნველი ჰქონდა. დედისერთა იყო, თან საკმაოდ გვიან შეძენილი და ანებივრებდნენ. მშობლები თან ჰყვებოდნენ, ყველა სურვილს უსრულებდნენ, მაგრამ აი, სპორტულ შეჯიბრებებზე ვერ მიჰყვებოდნენ და ეს ცოტა გულს უტეხდა პატარა სპორტსმენს.

ნაზი ბერიკაშვილი: „ჩემი დედამთილი სულ ავადმყოფობდა, შეჯიბრებებზე ვერ დაჰყვებოდა. გია ჭიდაობაზე დადიოდა, წავიდა ერთხელ შეჯიბრზე, ნახა, რომ ბევრად ნაკლებმა გაიმარჯვა მშობლების „ყურადღების“ დამსახურებით. გული გაუტყდა, მიანება თავი. ცურვაზეც დადიოდა, იპოდრომზეც, მაგრამ ეს ისე, გასართობად... სკოლაში სწავლობდა ისე, როგორც დედისერთა ბიჭს შეეფერება. თავიდან, სადღაც მეექვსე კლასამდე, ხუთოსანი იყო, მერე... მე გიაზე ცუდი არავისგან გამიგია, ჩემთვის იყო საამაყო ადამიანი, ხომ არის ადამიანი რომ გიხარია გვერდში, ჩემთვის ასეთი ადამიანი იყო გია...“


ერთმანეთი რომ გაიცნეს, ნაზი 18 წლის იყო, გია – 23-ის.

ნაზი 18 წლის კი იყო, მაგრამ სწავლის პარალელურად უკვე რელიგიასა და კულტურას ასწავლიდა სკოლაში. როგორც თავად ამბობს, გიასავით განებივრებული ბავშვობა არ ჰქონია, ხელმოკლე, მრავალშვილიანი ოჯახიდანაა.

ნაზი: „ჩემს დაქალს თავის კურსელ ბიჭთან გავყევი, კონსპექტები უნდა წამოეღო. რომ გამოვდიოდი, ამ დროს შემოვიდა გია. რა იყო, ჩემი მოსვლა გეწყინათო? ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა... იმ დღეს მარტო აღარ გამოგვიშვა, სახლამდე გამაცილა. არ ველაპარაკებოდი, ხმისამოუღებლად მომყვებოდა. მეორე დღეს მეტროში დამხვდა და ასევე ხმაამოუღებლად მიმაცილა სამსახურამდე. 4 დღე ჩუმად მდია და მეოთხე დღეს მითხრა გამარჯობა. პასუხი – გაგიმარჯოს. მერე უკვე... მერე უკვე შეგვიყვარდა ერთმანეთი, თან ძალიან... მერე რომ აღარ დამხვედროდა, შეიძლება, გავგიჟებულიყავი. მთელი ღამე იმაზე ვფიქრობდი, ვაიმე, რომ არ დამხვდეს... მერე უკვე დაიწყო დროის დათქმა... ერთი საათი აუცილებლად ვიგვიანებდი შეხვედრაზე, მერე მიმიხვდა... შეხვედრა რვაზე გვქონდა, მე, წესისამებრ, ცხრაზე უნდა მივსულიყავი, მაგრამ ათი წუთით ადრე მომიწია მისვლა და არ დამხვდა. მერე მეტს ვაგვიანებდი... სადღაც ხუთი თვე სერიოზულად ვაწვალეთ ერთმანეთი.

მერე ვითომ გავბრაზდი, ბორჯომში წავედი, ჩამომაკითხა, ძალიან ბედნიერი ვიყავი ამ ჩემი თამაშებით...“

მერე იყო ქორწინება, ქალიშვილის შეძენა, 11 თვის ინტერვალით ვაჟის შეძენა და თუ აქამდე არხეინად ცხოვრობდა, ახლა ცხოვრებას შეება. როგორც მეუღლე ამბობს, ოჯახის გულისთვის, შვილების გულისთვის არაფერი უთაკილია, რაღას არ მოკიდა ხელი – ხან ოქრომჭედლობდა, ხან ჯართზე მუშაობდა...

ნაზი: „უიღბლო იყო, სულ ამბობდა, დაწყევლილი ვარ, ფული რომ ცვიოდეს, ქვითარი დამეცემა თავშიო. რა საქმესაც ხელი მოჰკიდა, არსად არ გაუმართლა, სხვისთვის ყველაფერი გამოსდიოდა, ქვეყანას ააშენებდა სხვისას, თავისას პურს ვერ მოიტანდა სახლამდე. მატერიალურად არ გვიჭირდა, ბოლოს ბარიც მქონდა, საკმაოდ ნორმალური შემოსავლით, მაგრამ განიცდიდა, ლექსიც კი აქვს დაწერილი, ჩემი ცოლი ჯაფით წყდება წელში, მე მივჩერებივარ შორიდან, გულისკვდომით, უბედურებით, ვერაფერს ვერ ვაკეთებო. ამას განიცდიდა ყოველთვის. 13 წელი ცოლ-ქმარი ვიყავით და ჩხუბი ერთადერთხელ მოგვივიდა, ათი წლისთავზე მეჩხუბა, ათი წელი ერთი იღბლიანი დღე არ მქონია, სულ არაუშავს, არაუშავს მეუბნები, ხომ შეიძლება, ერთხელ მითხრა, ყელში ამომივიდა შენი უიღბლობა, იქნებ მეც გავინძრეო. მეტი რაღა უნდა განძრეულიყო, თავს არ ზოგავდა, 24 საათი სულ სამუშაოს ეძებდა, სულ რაღაცას აკეთებდა, არაფერი არ უთაკილია, რაღა მეთქვა?

ვერ აგიხსნით, როგორ განიცდიდა ყველაფერს, რაც სამაჩაბლოსა და აფხაზეთს ეხებოდა. ვერ ინელებდა, ბიჭები ჩაგვიხოცესო, იმ პირველი ომების დროს თვითონ პატარა იყო, მაგრამ ბევრი ახლობელი ბიჭი დაეღუპა – სამეგობროდან, სამეზობლოდან, ვისაც უფროს ძმებად თვლიდა, და ამას ვერ ინელებდა. როცა კი ჩამოვარდებოდა ლაპარაკი აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე, ყოველთვის ეს ბოღმა ჰქონდა.

წავიდა ჯარში და უზომოდ ბედნიერი იყო. უზომოდ ბედნიერი. უკვე აღარ ვდარდობდი, არც იმას ვდარდობდი, რომ კვირაობით სახლში ვერ მოდიოდა, ან კარანტინი იყო, ან სწავლებები, არ ვდარდობდი იმიტომ, რომ იმდენად ბედნიერი მოდიოდა... ადამიანი თავის ამპლუაში იყო. იქ, ვაზიანში, მეოთხე ბრიგადაში თავისი გაგების ბიჭები ნახა. ხელფასზე ხომ საერთოდ დაფრინავდა, უხაროდა, რომ რაღაცით გაახარებდა შვილებს...“

მაგრამ ეს ბედნიერება ერთი წელიც არ გაგრძელებულა. ომი დაიწყო.

ნაზი: „ბოლოს 6 აგვისტოს ვნახე. ბოლო თვეებში მე რაღაც პრობლემები მქონდა ბარში მეწილეებთან და სულ ვწუწუნებდი, იმ დღესაც ვიტირე. ეტყობა, დავღალე ამ წუწუნით და მითხრა, შენ გგონია, მარტო შენ გაქვს პრობლემებიო?! არადა, ვერ წარმოვიდგენდი, რა პრობლემები ჰქონდა, ბედნიერი იყო, სამ თვეში სამი საფეხურით დააწინაურეს, ერაყში უნდა წასულიყვნენ...

7-ში, ღამით, 2 საათზე დაურეკეს. განგაში გამოცხადდა.

გამაღვიძა, განგაშიაო. ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდა, ვერ გავიღვიძე... ისევ ძილმა წამიღო და რომ შემეღვიძა, უკვე ფორმაში იყო, სიცილით მეუბნებოდა, სულ არ გადარდებს არაფერიო. რომ იცინოდა, არ მიმიქცევია ყურადღება, რომ რამე საშიში ხდებოდა. ბოლო პერიოდში წარამარა განგაშები იყო, სწავლებები, ისევ ასეთ განგაშად ჩავთვალე. მაგრამ ის დღეები რომ დაძაბული იყო, დავეჭვდი მაინც და ვკითხე, რამე ცუდი ხდება-მეთქი? მომაძახა, აბა, შენ იცი, რომ ჩამოვალ, ბარში არ დამხვდე, სახლში დამხვდიო და წავიდა...

დილა გათენდა თუ არა, დამირეკა, ტელეფონები ვაზიანში დაგვატოვებინეს. რომ დამირეკავ, გათიშული იქნება და არ ინერვიულოო.

მხიარულად მელაპარაკებოდა. არც კი შემშინებია. წინათგრძნობაც კი არ მქონია ცუდი... მაგრამ პირველივე შეტაკება მოხდა თუ არა, 7-ში საღამოს უკვე საავადმყოფოებში დავიწყე მისი ძებნა...

დღესაც არ შემიძლია იმის დაჯერება, რომ აღარ არის. ეს არის საშინელება, ან უნდა მართლა ნახო მკვდარი, ან რაღაც... კაცი დგება, ჩვეულებრივ, მიდის და... ახლაც ხან ვაზიანში მგონია, უბრალოდ, გაგრძელდა სწავლება...

8-ში შესული იყო ცხინვალში, ძლივს გამოუსწრია, მერე ერთს უთქვამს, აღარ შეხვიდე, ხომ ხედავ, მძიმე წონის ხარ, სწრაფად ვერ დარბიხარ, რა გინდა, სიკვდილს ეძებ? ესენი პატარები არიან, გამოქცევას მოასწრებენო.

გია გადარეულა, პატარები შევაკლა და მერე მე თბილისში კაცობაზე ვილაპარაკოო?

გაირკვა, რომ 9-ში დაიღუპა. ცხინვალში სამშვიდობოები რომ შემოატარეს, მაშინ ჩაცხრილეს სანგრებში.

დეენემითაც ასე დადგინდა და ბოლოს რომ ტყვე დაიხსნეს, ნაკაშიძე, იმანაც ასე თქვა. ნაკაშიძე გიას მეგობარი იყო, გია მისი მეუღლის ნათლია უნდა ყოფილიყო. ნაკაშიძემ ნახა ცოცხალიც და მკვდარიც. ვნახე, რომ კვდებოდა, 20-ზე მეტი ტყვია ჰქონდა მოხვედრილიო. დაღუპვის შემსწრე ერთადერთი ნაკაშიძეა, ის გადარჩა მარტო იმ ოცეულიდან, მკვდარი ეგონათ, სამი დღე მკვდრებთან იყო. ბოლოს გამოიყვანეს ტყვეობიდან.

ცხედრის ამოცნობა შეუძლებელი იყო, 9-ში დაიღუპა და 29-ში გადმოასვენეს... დეენემითაც დადგინდა და ქამრითაც. მე ვუყიდე ამერიკული, ტყავის სამხედრო ქამარი, ისეთი გახარებული იყო... იმ ქამრით ვიცანი...“

დაღუპვამდე რამდენიმე თვით ადრე კი გმირმა სხვა გმირობაც ჩაიდინა – თავისი შვილის თანაკლასელი შეიკედლა. მესამე შვილად მიიღო.

ნაზი: „ეს ბავშვი ჩემი გოგონას კლასელია, 4 წლის იყო, მამა თვალწინ რომ მოუკლეს, დედას ბოლოს ძალიან გაუჭირდა, ვალები დაედო და აქ აღარ დაედგომებოდა, საზღვარგარეთ წავიდა...“


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.08.2020
ბოლო რედაქტირება 14.08.2022
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 03.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0