ელიოზი (ერისკაცობაში გობირახისძე) — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1399-1419 წლებში. ზრუნავდა თემურლენგის შემოსევებით გაპარტახებული ქვეყნის აღდგენისათვის, მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძრის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის (შეუძენია სოფლები მუხრანში, მიწები, გლეხები და ვენახები გორში, ატენში). 1401 გიორგი VII-ს დაამტკიცებინა სამეფო გადასახადებისაგან მცხეთის მამულების გათავისუფლების სიგელი.