რამაზ გიორგობიანი ( 16 აპრილი 1946-1996) მსახიობი,რეჟისორი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1971 წელს; შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1979 წელს.
გადაიღო სადიპლომო მხატვრული ფილმი – "მეუღლე მარო, ძმისწულები კაკო და შოთა" (1979); სატელევიზიო მხატვრული ფილმი – "თითქმის ორი თვე" (1980); სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი – "მოდი ვილაპარაკოთ" (1986); გადაღებულია ფილმებში: "გიორგობისთვე" (1966), "ქოლგა" (1967), "სერენადა" (1969), "ადამი და ევა" (1969), "სამკაული სატრფოსათვის" (1971), "მხიარული რომანი" (1972), "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" (1983); მსახიობი, კინორეჟისორი.