ზაირა გოგიაშვილი-ჩანტლაძე ( 7 თებერვალი 1938) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1961 წელს.
მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიასთან არსებულ მინიატურების ანსამბლში, რომელიც შემდგომ წლებში გადაკეთდა ჯერ ფილარმონიასთან არსებულ მინიტურების თეატრად (1967 წ.), ხოლო 1975 წელს სახელმწიფო თეატრად. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ხორეშანი (ილია ჭავჭავაძის "კაცია ადამიანი?!"), მაგდა (თ. გოდერძიშვილი, თ. ჩანტლაძე, "არ შეგირიგდები"), კალუგინა (ა. რიაზანოვი და ბრაგინსკი "ისევ სტყუით, ამხანაგო ნოვოსელცევ"), ჯენი (დ. ფსათასის - "სიცრუის სიბრძნე"), გაბრიელა (ედუარდო დე ფილიპოს "ცილინდრი"), ხათუნა რცხილაძე (თ. ჩანტლაძის "ახალ ბინას გილოცავთ") და სხვა.