სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10700

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
 გოგიაშვილი დავით ლაზარეს ძე, 1839-1917წ.  წინამძღვარი დეკანოზი, სოფ. საბუეს წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია  გოგიაშვილი დავით ლაზარეს ძე, 1839-1917წ.  წინამძღვარი დეკანოზი, სოფ. საბუეს წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

1839-1917 წწ. გარდ. 78 წლის

ბმულის კოპირება



გვარი გოგიაშვილი სია

ყვარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

26       ბეჭდვა

გოგიაშვილი დავით ლაზარეს ძე, 1839-1917წ. წინამძღვარი დეკანოზი, სოფ. საბუეს წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

1839 წელს მედავითნის ოჯახში დაიბადა.

1855-61 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1861 წლის 16 ივნისს თელავის სასულიერო სასწავლებელში, ქვედა განყოფილებებში მეორე

მასწავლებლად დაინიშნა.

1864 წლის 3 დეკემბრიდან 1866 წლის 1 მაისამდე ინსპექტორის მოვალეობას ასრულებდა. ამასთანავე, 1861 წლის 1 სექტემბრიდან 1871 წლის 22 მარტამდე უსასყიდლოდ ასწავლიდა ბავშვებს თათრულ და ბერძნულ ენებს.

1865 წლის 29 მარტს სასწავლებელში დამსახურებული პედაგოგობის გამო მღვდელმთავრული მადლობა გამოეცხადა.

1867 წლის 20 დეკემბრიდან 1869 წლის 17 სექტემბრამდე სასწავლო კომიტეტის წევრად აირჩიეს და საქმის მწარმოებლად დაინიშნა.

1874 წლის 15 ოქტომბრიდან 1876 წლის 1 ივლისამდე სასწავლებლის გარეშეა.

1879 წლის 12 აგვისტოს დიაკვნად აკურთხეს, იმავე წლის 15 აგვისტოს - მღვდლად დაასხეს ხელი და მარტყოფის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1883 წლის 29 დეკემბერს შალაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1884 წლის 9 მაისს თელავის სასულიერო სასწავლებლის ახალი შენობის აშენების სარევიზიო კომიტეტის თავჯდომარედ აირჩიეს. იმავე წლის 8 ოქტომბერს საგვერდულით დაჯილდოევდა.

1886 წლის 20 სექტემბერს სამი წლის ვადით თელავის სასულიერო სასწავლებლის სასწავლო კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1889 წლის 20 სექტემბერს თელავის მაზრის III ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა.

1890 წლის 1 აპრილს სკუფიით დაჯილდოვდა.

1893 წლის მარტში აწყურის ორკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლის შენობის აშენების კომიტეტის თავჯდომარედ დაადგინეს.

1893 წლის 1 ნოემბერს თელავის მაზრის III ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს.

1894 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს.

1894 წლის 24 აგვისტოს თელავის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა.

1896 წლის 27 თებერვალს მღვდელმთავრული მადლობა გამოეცხადა.

1898 წლის 1 ოქტომბერს მთავარხუცესობიდან გადადგა და საბუეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. იმავე წლის 12 დეკემბერს იმავე სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

1899 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

1905 წლის 6 მაისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენი უბოძეს.

1907 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა.

1913 წლის 16 მაისს შალაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. დეკანოზი დავითი 1917 წლის 25 ოქტომბერს I(ძვ. სტ.) გარდაიცვალა. იგი 28 ოქტომბერს თელავის სასაფლაოზე დაასაფლავეს.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.11.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0