ბონდო გოგინავა ( 3 აპრილი 1930-1994) მსახიობი.
დაბადების ადგილი: სოფელი ბერთემი, ცხაკაიას რაიონი(სენაკი).
დაამთავრა ცხაკაიას რკინიგზის 26-ე საშუალო სკოლა 1949 წელს.
1953-1957წწ. სწავლობდა თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში, თეატრალურ განყოფილებაზე. 1957 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ნუბიელი (ბ. შოუს "იულიუს კეისარი და კლეოპატრა"), ქარიყლაპია (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), ბაბილო (ნ. დუმბაძის, გ. ლორთქიფანიძის "მე ვხედავ მზეს"), იესე (მ. ჯაფარიძის "ბუღარა"), სავლე (ა. გეწაძის "წმინდანები ჯოჯოხეთში"), ბონდო მილიციელი (კ. გამსახურდიას "მთვარის მოტაცება"), შერმაზან ჩოლოყაშვილი (ლ. გოთუას "გმირთა ვარამი"), სერგო (ი. გარუჩავას და პ. ხოტიანოვსკის "შენი მიწა"), ჯო (ჩ. დიკენსის "დიდი იმედები"), ფილე, აქილევსი (ფ. დიურენმატის "ავარია", "რომულუს დიდი"), სერაფიონი (დ. კლდიაშვილის "უბედურება"), ვახუშტი (ა. ჩხაიძის "ჩემი ეიფელის კოშკი"), ჰალენი (ჯ. სმიტისა და ნ. დუგლასის "გადაჯაჭულნი"), ბონდო დოლაბერიძე (გ. ჩარკვიანის, რ. ებრალიძის "ფეოლა"), და სხვა. იგი წარმატებით მოღვაწეობდა კინემატოგრაფიაშიც. მას შესრულებული აქვს როლები: საულია ("განძი"), გიორგი ("ჯილდო"), გიორგი ("წარსულის ფურცლები"), ართილაყვა ("პალიასტომის ტბა"), ფრონტელი ("ჯარისკაცის მამა"), თიყვა ძაძუა ("დათა თუთაშხია"), მაცი ("მაცი ხვიტია"), ბონდოია ("ნერგები"), მეეტლე ("სინემა"), გიორგი ("რაიკომის მდივანი"), ბესო მილიციელი (სატელევიზიო დადგმა "კუკარაჩა") და სხვა. 1963 წელს ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას, აგრეთვე მონაწილებდა ტელეგადაცემებში.