დაგმარა გოგიჩაიშვილი (1928) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.
1946 წლიდან მუშაობა დაიწყო ფოთის ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში; 1952 წლიდან ფოთის თეატრის მსახიობი; 1957 წლიდან მუშაობდა ზუგდიდის შ. დადიანი სახელობის დრამატულ თეატრში მსახიობად. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მზია (რ. ებრალიძის "ნანა"), მარტინა (მოლიერის "ძალად ექიმი"), მადამ კუკუ (მ. სებასტიანი "უსახელო ვარსკვლავი"), ანიკა (ე. რანეტის "გზააბნეული შვილი"), ჟოზინა (ვ. ჰიუგოს "კაცი, რომელიც იცინის"), ჯავარა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), მონნა ვანა (მ. მეტერლინკის "მონნა ვანა"), მაგდანა (გ. ბერძენიშვილის "სიყვარულის ძალა"), სტეფანია (ჯ. ფლეტჩერის "როგორ მოვარჯულოთ ცოლი"), თამარ ცბიერი (აკ. წერეთლის "თამარ ცბიერი"), კაროლინა (შ. ცვაიგის "სახლი ზღვის პირას"), მის ტომსონი (ბ. ტომასის "ჩარლის დეიდა"), რიფსიმე (ლ. მილორავას "მელა მახეში"), ნექტარინა (შ. დადიანის "გვირგვლიანების ოჯახი"), მუზა (კ. ბუაჩიძის "პროვინციელი ქალიშვილი") და სხვ.
გთხოვთ,თუ ვინმეს გაქვთ მეტი ინფორმაცია ამ პიროვნების შესახებ,მოგვაწოდოთ.