შალვა გოგოლაშვილი ( 14 იანვარი 1887-1972) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
1905 წელს ქ. ხონში დაიწყო სასცენომოღვაწეობა; 1910-1912წწ. მუშობდა მსახიობად და რეჟისორად თბილისში; 1912-1917წწ. ქუთაისის თეატრში; 1917-1920წწ. ბაქოს ქართულ თეატრში; 1920-1923წწ. ბათუმის თეატრში; 1923-1926წწ. ფოთის თეატრში; 1926-1928წწ. ჭიათურის თეატრში; 1926 წლიდან იღებდნენ კინოში; 1928 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ქუთაისის თეატრის წამყვანი მსახიობი; შესრულებული აქვს 200–მდე როლი, რომელთა შორის აღსანიშნავია : პარასკიდი და კოწია (შ. დადიანის "კაკალ გულში", "გუშინდელნი"), ლომკაცა (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), კოსტაია (ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ელიზბარი (გ. შატბერაშვილის "ფიქრის გორა"); გადაღებულია ფილმებში: მიკიტანი (1927, "სამანიშვილის დედინაცვალი"), ფრანგი ოფიცერი (1929, "კომუნარის ჩიბუხი"), მამასახლისი (1934, "უკანასკნელი მასკარადი"), პრისტავი (1937, "დაკარგული სამოთხე"); მან ქართული თეატრისათვის თარგმნა და გადმოაკეთა 80–ზე მეტი პიესა.