აკაკი დობორჯგინიძე ( 2 მარტი 1911-1984) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.
1931 წლიდან სოხუმის სახელმწიფო თეატრის მსახიობი, 1933-1935წწ. ქუთაისის სახელმწიფო თეატრის, 1935-1936წწ. ბაქოს ქართული თეატრის მსახიობი; 1937 წლიდან სიცოცხლის ბოლო დღემდე ფოთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ეწეოდა სამსახიობო მოღვაწეობას.
მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ვატა, ქუჩარა (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება", "ყვარყვარე თუთაბერი"), შმაგა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ბენ-აკიბა (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ყარა-იუსუფი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), კულიგინი (ა. ოსტროვსკის "ჭექა-ქუხილი"), ჟორჟ დანდენი, სგანარელი (ჟ. მოლიერის "ჟორჟ დანდენი", "ძალად ექიმი"), სიმონი (დ. კლდიაშვილის "გმირთა თაობა"), სულთან ბეგი (უ. ჰაჯიბეკოვის "არშინ მალ-ალან"), ალმასხანი (ა. წერეთლის "კინტო"), ხიტუ გეგია (ვ. პატარაიას "უჩა უჩარდია"), ავეტიკა (ავქ. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), კაკუნია (ლ. ჭუბაბრიას "კარგი ამხანაგი"), გრუმიო (შექსპირის "ჭირვეულის მორჯულება"), პეპია (ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი"), ვარლამ დოჭვირი (ვ. გაბესკირიას "უფსკრულთან"), ილიკო (ნ. დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი") კირილე (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), დახუნდარა (კ. ლორთქიფანიძის "კოლხეთის ცისკარი"), დობჩინსკი (ნ. გოგოლის "რევიზორი"), დიეგო (ჯ. ფლეტჩერის "ესპანელი მღვდელი") და სხვა; გადაღებულია ფილმებში: "არაჩვეულებრივი გამოფენა" (დიმიტრი, 1968), "ბერიკაცები" (1975), "ბათა ქექია (1978), "ყოჩაღ პაპებო" (1981).