მერაბ დონაძე ( 17 ივლისი 1937-2010) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს; პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
1962-1981წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი; 1975-1977წწ. კიევის საოპერო თეატრის სოლისტი; 1993-2006წწ. მუშაობდა საქართველოს ფილარმონიის გენერალურ დირექტორად; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში; სიცოცხლის ბოლომდე თანამშრომლობდა ვ. აზარაშვილთან (კონცერტებით შემოიარეს საქართველოს ქალაქები); შესრულებული აქვს ონეგინისა და ელეცკის (პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი" და "პიკის ქალი"); ლევანისა და საქოს (ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე"), სილვიოს (რ. ლეონკავალოს "ჯამბაზები"), ოიდიპოსის (ა. შავერზაშვილის "ოიდიპოს მეფე") პარტიები; მომღერალი (ბარიტონი).