ვალერიან ელოშვილი ( 27 ივლისი 1931) მსახიობი.
დაბადების ადგილი: სოფელი შეში, ყაზბეგის რაიონი.
თავდაპირველად სწავლობდა სოფელ გორისციხის რვაწლიან, შემდეგ სოფელ სიონის საშუალო სკოლებში, რომელიც დაამთავრა 1950 წელს.
სცენაზე პირველად მოწაფეობის დროს, 1945 წელს გამოვიდა გორისციხის მოსწავლეთა წარმოდგენაში, შეასრულა გარსევანის როლი ალ. გაზბეგის პიესაში "არსენა", იყო სოფელ სიონის დრამწრის ხელმძღვანელი; 1950 წელს სწავლა განაგრძო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე; 1954 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. მის მიერ განხორციელებული როლებიდან აღსანიშნავია: კაჟინა (ლ. ქიაჩელის "ტარიელ გოლუა"), ფიცხელაუროვი (ვ. დარასელის "კიკვიძე"), ელიბო ქიზიყელი (ი. მოსაშვილის "გზა მომავლისაკენ"), მსტისლავი (ვ. სოლოვიოვის "დიდი ხელმწიფე"), შელგუნოვი (ი. პოპოვის "ოჯახი") და სხვა.