სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
სანდრო ელოშვილი (1988) მსახიობი, რეჟისორი.თბილისი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ელოშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

50       ბეჭდვა

სანდრო ელოშვილი (1988) მსახიობი, რეჟისორი.თბილისი.

სანდრო ელოშვილი ( 25 თებერვალი 1988) მსახიობი, რეჟისორი.


დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი.

იყო თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ხელმძღვანელის თანაშემწე 2009-2011წწ.; შესრულებული როლები: თეატრალური სარდაფი რუსთაველზე: მათხოვარი - "სამგროშიანი ოპერა" (რეჟისორი ლევან წულაძე); პიონერი - "აკუსტიკა" (რეჟისორი ლევან წულაძე); ბავშვი - "თვითმკვლელი" (რეჟისორი ოთარ ეგაძე); ვასენკა - "სუსტი გული" (რეჟისორი მიკა კიკაჩეიშვილი); კაენი - "ბეწვზე გადარჩენილები" (რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე–შველიძე); კინო და ტელე როლები: ბავშვი - "მარტოობის ორდენის კავალერი" (რეჟისორი გიორგი ხარაბაძე); დადგმული სპექტაკლები: გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი: პოლიკარპე კაკაბაძე "ყვარყვარე თუთაბერი"; ილიაუნის თეატრში დადგმული სპექტაკლი: მარკ კამოლეტი "ფრანგული გარნირი"; თეატრალური სარდაფი რუსთაველზე: ლაშა ბუღაძე "როცა მთავარ გმირს ეძინა"; სამეფო უბნის თეატრი - "ქეთო და კოტე" ედუარდო დე ფილიპოს მიხედვით (ვანო დუგლაძესთან ერთად); ამბროლაურის კულტურის ცენტრი - ბესო ბარათაშვილი "აკუსტიკა"; უკრაინა, კიევი - "გოგოლფესტი", ალექსანდრე ელოშვილი "Blue Orange"; კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელწმიფო დრამატული თეატრი 2015 წლის 10 მარტს: მიხეილ ჯავახიშვილი "ჯაყო - ხვალ ომი იქნება...", რიჩარდ ბაიერი "Mixed emotions", ალექსანდრე ელიგულაშვილი პელეგი "შევხვდებით სამოთხეში"; "მთვრალი ალუბალი" (ავტორი და რეჟისორი, ლევან წულაძესთან ერთად, 2013), ფრიდრიხ დურენმატი "მოხუცი ქალის ვიზიტი",  კარლო გოცი "მეფე–ირემი" (2018). 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.03.2020
ბოლო რედაქტირება 23.01.2023
სულ რედაქტირებულია 1




ელოშვილი

1 0

ელოშვილი მართა (ვარა) ვასილის ასული მონაზონი; 14 ოქტომბერი 1939-2025წწ. რუის ურბნისის ეპარქია. მეუფე იობი (აქიაშვილი) ხორციელი დედა

2 0

ვალერიან ელოშვილი 1931წ მსახიობი. დაბ. ყაზბეგი, მცხეთა მთიანეთი.

1 0


დავით ელოშვილი დ.1988წ. ევროპის პრიზიორი მკლავჭიდი

1 0