სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11228

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ნინო ზედგენიძე 1915წ  მსახიობი. ლენინგრადი, რუსეთი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ზედგენიძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

21       ბეჭდვა

ნინო ზედგენიძე 1915წ მსახიობი. ლენინგრადი, რუსეთი.

ნინო ზედგენიძე ( 26  თებერვალი 1915) მსახიობი.


დაბადების ადგილი: ქ. ლენინგრადი.

დაამთავრა თბილისის 43-ე საშუალო სკოლა, გრიბოედოვის თეატრთან არსებული სტუდია 1938 წელს.

თეატრალური სტუდიის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა გრიბოედოვის თეატრის დასში, სადაც 1938-1944წწ. 20-ზე მეტი მთავარი როლი შეასრულა. 1945-1946წწ. მარჯანიშვილის სცენაზეა. 1947-1983წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში მხატვრული კითხვის ოსტატად. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ვერა, ანა ფეოდოროვნა (მ. გორკის "უკანასკნელნი", "ვარვარა"), ანია (ს. ნაიდენოვის "ვანიუშინის შვილები"), პოლინა (ო. ბალზაკის "დედინაცვალი"), ლილოში (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), სოფიო (ა. გრიბოედოვის 'ვაი ჭკუისაგან"), მზია (ა. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), გალინა (მ. კაცისა და ა. რეჟეშევსკის "ოლეკო დუნდიჩი"), ლამარა (გ. ქელბაქიანის "შესაფერი ჯილდო"), თამარი (გ. შატბერაშვილის "ფიქრის გორა"), მწყემსი ქალი (ი. ჭავჭავაძის "განდეგილი") და სხვა. საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში მოღვაწეობის პერიოდში შეადგინა და მოამზადა რამდენიმე ლიტერატურული პროგრამა: "ნათელი გზა" (ლიტ. კომპოზიცია, შედიოდა ქართული და რუსული პროზისა და პოეზიის ნიმუშები), "საქართველოს ცის ქვეშ", "სიტყვა და სიმღერა მშობლიურ მხარეზე" ლიტ. კომპოზიციაში წარმოდგენილი იყო გ. ლეონიძის, გ. ტაბიძის, ს. ჩიქოვანის, გ. აბაშიძის, ი. ნონეშვილის, ხ. ბერულავას, ა. კალანდაძის და სხვათა ლექსები), "ბესიკი" (ა. ბელიაშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით), "გაცნობა ქართულ და რუსულ ლიტერატურასთან"(პროგრამა სკოლის მოსწავლეთათვის, წარმოდგენილი იყო ქართველ და რუს მწერალთა პროზისა და პოეზიის ნიმუშები), "სიყვარული და წერილები" (შედგებოდა ქართველ, რუს და დასავლეთ ევროპელ კლასიკოსთა ნაწარმოებებისგან), "დასავლეთი დასავლეთის თვალით" (შედგებოდა იტალიური ნოველების, ო. ჰენრის, ა. მორავიას, რ. ბრედბერის, თ. ბერნასის და სხვათა ნაწარმოებებისაგან), "თეთრი ბაირაღები" (ნ. დუმბაძის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით). ამ საკონცერტო პროგრამებით იგი გამოდიოდა საქართველოს, საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებში, რაიონებსა და სოფლებში. 

გთხოვთ,თუ ვინმეს მეტი ინფორმაცია გაქვთ ამ პიროვნების შესახებ,მოგვაწოდოთ.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.03.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 24.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0