ნინო თარხან-მოურავი ( 20 ივლისი 1965) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (გ. ჟორდანიას სახელოსნო) 1996 წელს.
1996 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობია. ეკრანზე პირველად გამოჩნდა სომხურ ფილმში თბილისში მცხოვრებ მხატვარ ვანო ხოჯაბეკიანზე "ანთებული ფარანი" (ა. აივაზიანი, 1983). მთავარი როლები შეასრულა ფილმებში: "გზაჯვარედინი" (ლ. კიტია, 1991) და "თვინიერი" (დოსტოევსკის მოთხრობის მიხედვით, რეჟ. ა. ვარსემაშვილი, 1991). მონაწილეობდა ფილმებში: "საფეხური" (ა. რეხვიაშვილი, 1986), "ხარება და გოგია" (გ. შენგელაია, 1987), "წინამორბედი"(ი. კვაჭაძე, 1988), "ცივა" (გ. ბარაბაძე, 1989), "პრემიერა" (გ. ლორთქიფანიძე, 1991), "მეოთხე თვის პირველიო დღე" (გ. ცაავა, 1991), ნ. ჯორჯაძის ფილმებში: "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი" (1996), "ზაფხული, ანუ 27 დაკარგული კოცნა" (2000, "ფოსტალიონი" (2003).