სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ალექსანდრე თაყაიშვილი 1895-1958წწ მსახიობი,რეჟისორი წარმ. ოზურგეთი გურია. ალექსანდრე თაყაიშვილი 1895-1958წწ მსახიობი,რეჟისორი წარმ. ოზურგეთი გურია.

1895-1958 წწ. გარდ. 63 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი თაყაიშვილი სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

40       ბეჭდვა

ალექსანდრე თაყაიშვილი 1895-1958წწ მსახიობი,რეჟისორი წარმ. ოზურგეთი გურია.

ალექსანდრე თაყაიშვილი ( 29 სექტემბერი 1895-1958) მსახიობი,რეჟისორი.


სწავლობდა კიევისა და მოსკოვის უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულტეტებზე, შემდეგ – თბილისის რუსული დრამის თეატრის სტუდიაში.

1924 წელს ა. თაყაიშვილი კოტე მარჯანიშვილმა მიიწვია რუსთაველის თეატრში მსახიობად, სადაც შეასრულა რამდენიმე საინტერესო როლი მათ შორის პოლონიუსი "ჰამლეტში", რუსი ჩინოვნიკი ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში", სენატორი ნ. აზიანის "დეზერტირკაში" და სხვა. 1926 წლიდან სახკიმრეწვის რეჟისორი და მსახიობია. აქ მან დადგა კინო-ფილმი "მოზარდი ენთუზიასტები", ითამაშა ერთ დროს გახმაურებულ ფიმებში: "ბელა", "ბოშური სახლი", "გიული" და სხვა. 1928–1945წწ. ა. თაყაიშვილი ხელმძღვანელობს მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრს, სადაც დაინიშნა კ. მარჯანიშვილის რეკომენდაციით.


ამ თეატრში დადგა 25 სპექტაკლი. მათ შორის ნ. საცის "ფრიც ბაუერი", ს. მთვარაძის "სურამის ციხე", გ. ნახუცვრიშვილის "პატარა მეგობრები" და "ცეცხლის ხაზზე", აკაკი წერეთლის "პატარა კახი", შ. დადიანის "ბოთე და კუსპარა", მოლიერის "სკაპენის ოინები", ე. შვარცის "წითელქუდა", ს. ზაიაცკის "რობინ ჰუდი", შექსპირის "რომეო და ჯულიეტა" და სხვა. 1945–1956წწ. ა. თაყაიშვილი თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. ამ თეატრის სცენაზე დადგა ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები", ნ. გოგოლის "რევიზორი", ა. შტეინის "პერსონალური საქმე", გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან" და სხვა. 1945 წლიდან ღვაწლმოსილი რეჟისორი საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი იყო.

გთხოვთ,თუ ვინმეს მეტი ინფორმაცია გაქვთ ამ პიროვნების შესახებ,მოგვაწოდოთ.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.03.2020
ბოლო რედაქტირება 12.09.2021
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 24.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


თაყაიშვილი

1 0

წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი) 1862-1953წწ ხსენება 3 (16) იანვარი დაბ. სოფ. ლიხაური, ოზურგეთი, გურია.

3 0

ხსენება ძვ.სტ. 3 იანვარი ახ.სტ. 16 იანვარი

ვარლამ თაყაიშვილი სიმონის ძე 1857-1934წწ გარდ. 77 წლის გენერალ მაიორი, მონაწ. რუსეთ-ოსმალეთის (1877–1878) ომში. დაბ. სოფ. ლიხაური ოზურგეთი გურია

3 0


გიორგი თაყაიშვილი კონსტანტინეს ძე 1881-1921წწ ქართველი გენერალი, დაბ. ოზურგეთი გურია Георгий Константинович Такаишвили

1 0


დიმიტრი თაყაიშვილი 1919-1998წწ მსახიობი, მხატვარი, პედაგოგი. წარმ. გურია. დაბ. თბილისი

1 0


სესილია თაყაიშვილი 1906-1984წწ მსახიობი დაბ. ბათუმი

2 0


ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი 1863-1953წწ ისტორიკოსი, არქეოლოგი, საზოგადო მოღვაწე. ლიხაური, ოზურგეთი, გურია.

8 0