თამარ თეთრაძე (26 ივნისი 1917-1996) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1944 წელს.
იმავე წელს ჩაირიცხა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრიში მსახიობად. ამ თეატრის სცენაზე განასახიერა მთელი რიგი საპასუხისმგებლო როლები, მათ შორის: ძიძია (ა. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), მარინე (ი. მოსაშვილის "სადგურის უფროსი"), ცირა (გ. ქელბაქიანის "ახალგაზრდა მასწავლებელი"), ნატალია (მაქსიმ გორკის "ვასა ჟელეზნოვა") გუსტინა (ი. ფუჩიკის "ადამიანებო, იყავით ფხიზლად!"), ესმა (გ. წერეთლის "პირველი ნაბიჯი"), ოდეტა (უ. დიუბუას "ჰაიტი"), შეილა (ჯ. პრისტლის "ინსპექტორი მოვიდა"), მაშო (ვ. პატარაიას "უჩა უჩარდია"), მედეა (ს. კლდიაშვილის "დღესასწაული საკრაულში"), მარიამი (ი. ვაკელის "საქმიანი კაცი"), ლენა (კ. სიმონოვის "სხვისი ჩრდილი") და სხვ. 1962 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, სადაც ხელმძღვანელობდა დრამატულ წრეს. გადაღებულია ფილმებში: "ორო ოჯახი" ( რეჟ. დ. კანდელაკი, 1958), "თხუნელა" (რეჟ. შ. მარტაშვილი, 1962), "წკიპურტები" (რეჟ. რ. ესაძე, 1973), "ადამიანთა სევდა"(რეჟ. გ. ჩოხელი, 1984). წარმატებით გამოდიოდა ესტრადაზეც.