სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12297

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ლუკა გიორგის ძე თეთრაძე დაბ. 1859წ. მართლ. მღვდელი სოფ. კონდოლის ღვთისმსახური ლუკა გიორგის ძე თეთრაძე დაბ. 1859წ. მართლ. მღვდელი სოფ. კონდოლის ღვთისმსახური
ბმულის კოპირება



გვარი თეთრაძე სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

66       ბეჭდვა

ლუკა გიორგის ძე თეთრაძე დაბ. 1859წ. მართლ. მღვდელი სოფ. კონდოლის ღვთისმსახური

ლუკა გიორგის ძე თეთრაძე მართლ. მღვდელი სოფ. კონდოლის ღვთისმსახური

1859 წელს, მედავითნის ოჯახში დაიბადა. ეკუთვნოდა სასულიერო წოდებას, ბაბუა იყო მღვდელი. სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, სადაც მხოლოდ ორი კურსი გაიარა.

1874 წლის 14 ნოემბერს სასირეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.

1878 წლის 5 ივლისს ანანურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.

1880 წლის 13 ივნისს დუშეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მედავითნეა.

1881 წლის 23 დეკემბერს ქარელის ცხოველსმყოფელი წყაროს სახელობის ეკლესიაში დაადგინეს. 1888 წლის 12 თებერვალს დიაკვნად აკურთხეს.

1889 წლის 1 სექტემბერს დაბაკნეთის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში დაინიშნა.

1890 წლის 27 იანვარს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) მღვდლად დაასხა ხელი და ბოდავის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა.

1898 წლის 1 ოქტომბერს ლარვგვისის წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1903 წლის 13 ივნისს სამწევრისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1906 წლის 3 ოქტომბერს კონდოლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. პარალელურად ატარებდა წირვა-ლოცვებს თოგნიანის სამრევლოში.

1925 წლის აღწერაში იგი კვლავ იხსენიება მოქმედ სამღვდელოებაში. მისი შემდგომი ბედი უცნობია.


მადლობა თენგიზ სიმაშვილს, პროფესორი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.10.2023
ბოლო რედაქტირება 29.11.2023
სულ რედაქტირებულია 1




თეთრაძე - გვარის 9 ღვთისმსახური

1 0

მირიანი (მალხაზ) თეთრაძე 1951-93წწ. გარდ. 42 წლის სოფ. კოლხიდა გაგრა აფხაზეთი დაბ. თბილისი

6 0


თამარ თეთრაძე 1917-1996წწ მსახიობი. დაბ. თბილისი.

1 0


თამარ თეთრაძე 1922-2003წწ მსახიობი.

1 0


ნუნუ თეთრაძე 1911-1986წწ მსახიობი. დაბ. თბილისი.

1 0