თამარ თუშიშვილი (1908-1989) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. საჩხერე.
1927-1930წწ. სწავლობდა რუსთაველის თეატრთან არსებულ დრამატულ სტუდიაში, რომლის დამთავრების შემდეგ რუსთველის თეატრში დატოვეს მსახიობად; 1948 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" სადუბლიაჟო განყოფილებაში. თეატრში ერთ-ერთ წამყვან მსახიობად ითვლებოდა. შესრულებული აქვს 50-ე როლი, მათ შორის: ზეინაბი (ალ. სუმბათაშვილის "ღალატი"), ბარონესა შტრონმერი (ნ. შიუკაშვილის "სულელი"), დარეჯან დედოფალი, მართა (ს. შანშიაშვილის "კრწანისის გმირები", "არსენა"), სიდონია (გ. ერისთავის "დავა"), პრასკოვია პავლოვნა (ვ. დარასელის "კიკვიძე"), მანეფა (ა. ოსტროვსკის "ზოგჯერ ბრძენიც შეცდება"), ვარვარა (ვ. პოგოდინის "თოფიანი კაცი"), ბოჩკარიოვა, ვარვარა (ალ. კორნეილჩუკის "პლატონ კრეჩეტი", "ბოგდან ხმელნიცკი"), ემილია (უ. შექსპირის "ოტელო") და სხვა.; გადაღებულია ფილმებში: "ჭრიჭინა" (ჩიტოლია, 1954), "დიდოსტატის მარჯვენა" (1970), "ჩიორა" (1984) და სხვა.