მამუკა თუშიშვილი დაიბადა 1962 წლის 19 ივლისს თბილისში. სწავლობდა 134-ე საშუალო სკოლაში. 1984-88 წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. სწავლობდა საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში. იყო სპორტის ოსტატი კლასიკურ ჭიდაობაში.
მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონში (ლეიტენანტი).
დაიღუპა 1992 წლის 4 ოქტომბერს.
გაიყვანეს გუდაუთის საკონცენტრაციო ბანაკიდან და დახვრიტეს.
მამუკა თუშიშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.