გიზო კაკაურიძე (9 ოქტომბერი 1948) მსახიობი.
დაბადების ადგილი: სოფელი ბესიაური, ხონის რაიონი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1971 წელს.
1971 წლიდან არის ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი; 1996 წლიდან სატირისა და იუმორის თეატრის დირექტორი. შესრულებული აქვს როლები სპექტაკლებში: "აქედანა და შენამდე"; "ბაკულას ღორები"; "სოფლის აშიკი". მისი ბიოგრაფია შესულია დავით კვიცარიძის ცნობარში "მოგონებები ქუთაისზე" (1997). ფესტივალ "თეატრალური იმერეთის" გამარჯვებული (2003).