კაკო კვანტალიანი ( 27 დეკემბერი 1907-1967) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.
დაამთავრა ჰუმანიტარული ტექნიკუმი 1924 წელს.
1925 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ამავე დროს მონაწილეობდა თბილისის მუშათა თეატრის წარმოდგენებში; 1928 წლიდან იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობი; წარმატებით ასრულებდა მკვეთრად სახასიათო როლებს. მათ შორის აღსანიშნავია ქუჩარა (კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), კორნელი (კალაძის "როგორ?"), ტიტიკო (გაბესკირიას "გაზაფხულის დილა"), ხახული (კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ლეპორელო (პუშკინის "ქვის სტუმარი"),
ნიკიფორე (მ. ბარათაშვილის "მარინე"), სამსონ ნებიერიძე (მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი"), ქერუბინო (ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), ალფრედ დულიტლი (შოუს "პიგმალიონი"), ზემლიანიკა (გოგოლის "რევიზორი"), ლოპიანე(კაკაბაძის "ცხოვრების ჯარა") და სხვა. გადაღებულია ფილმებში: გელა ("უკანასკნელი ჯვაროსნები", 1933), მეზობელი "დარიკო", 1936), ბონდო ("ქეთო და კოტე", 1948), მენახშირე მიტუა ("მაგდანას ლურჯა", 1955), ვარდენი ("უდიპლომო სასიძო", 1961), ქიშვარდი ("მე ვხედავ მზეს", 1965) და სხვ. ჩამოაყალიბა ქართული ესტრადის თეატრი, წარმატებით მოღვაწეობდა საესტრადო ჟანრში.