სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გოჩა კვანტალიანი 1971-93წწ. დაკარგ. აფხაზეთი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი გოჩა კვანტალიანი 1971-93წწ. დაკარგ. აფხაზეთი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი გოჩა კვანტალიანი 1971-93წწ. დაკარგ. აფხაზეთი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი კვანტალიანი სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

43       ბეჭდვა

გოჩა კვანტალიანი 1971-93წწ. დაკარგ. აფხაზეთი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი


გოჩა  კვანტალიანი  დაიბადა  1971  წლის 31  აგვისტოს ,  ქალაქ  სოხუმში.  დაამთავრა  სოხუმის  მე-7  საშუალო  სკოლა.  სწავლობდა  სოხუმის  უნივერსიტეტის   ფაკულტეტზე.

    1992  წლის  1   ნოემბრიდან   გოჩა  კვანტალიანი  მსახურობდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის   23-ე   მექანიზირებული  ბრიგადის  მე-2  ბატალიონში,შემდეგ  მე-8  ბატალიონის  პირველ  ასეულში  რიგით  მეომრად.
      21  წლის  ვაჟკაცმა  თავიდანვე  შეაყვარა  თავი, როგორც  მეთაურებს,ასევე   თანამებრძოლებს. განსაკუთრებული   თვისებებით გამორჩეულმა ბიჭმა  ყველას  პატივისცემა  და   სიყვარული დაიმსახურა. გოჩა  კვანტალიანი  აქტიურად  მონაწილეობდა  ასეულის  მიერ  წარმოებულ   საბრძოლო   ოპერაციებში  შრომა-ცუგუროვკის  მიმართულებით,პირნათლად  ასრულებდა  საბრძოლო   დავალებებს.
      1993  წლის  სექტემბერში, როცა  სოხუმში  მოჩვენებითი  მშვიდობა  დამყარდა  და  ქალებითა   და  ბავშვებით  აივსო  ქალაქი, როცა   ახალგაზრდები  სასწავლო  წლის  დაწყებისთვის  ემზადებოდნენ,  გოჩას  ფორმა  არ  გაუხდია.მოუსვენრად  იყო,  თითქოს  რაღაც  საშინელების  მოახლოებას  გრძნობდა.
     1993  წლის  16  სექტემბერს,გამთენიისას,იგი  შტაბში  მორიგეობდა, როდესაც მტერმა  კვლავ  დაარღვია  ხელშუკრულება  და  ვერაგულად  დაესხა  თავს  მშვიდობიან  უიარაღო  მოსახლეობას.გოჩა  თავისი  განუშორებელი  ტყვიამფრქვევით  ერთ-ერთი  პირველი  ეკვეთა  მომხვდურთ  და  თავისი  თავგანწირვით  სოფლების-  თავისუფლების, იაშთუხის,ბირცხის - ასეულობით  უმწეოდ  დარჩენილი ქალის,ბავშვისა  და  მოხუცის  სიცოცხლე  იხსნა.   17  სექტემბერს, როდესაც  ყოველი  მხრიდან,  ყველა  საშუალებით (არტილერიით,ტანკებით-ზღვიდან, ჰაერიდან)  შემოუტია  მტერმა  ჩვენს  პოზიციებს,  გოჩა   ბოლო  წუთამდე  თავდაუზოგავად  იბრძოდა. ალყაში  მოქცევის  შემდეგ  იგი  უგზო-უკვლოდ  დაიკარგა.
  გოჩას  დედა  ქალბატონი  ნათელა  იხსენებს  შვილის   ბოლო  სიტყვას -  „დედი,იცოდე,სოხუმი  თუ  დაეცემა, არ  გეგონოს, რომ  მე  ცოცხალი  გავალ  აქედან“! იმედია, საქართველო  გაერთიანდება...  დაბრუნებული  აფხაზეთი  და  ოსეთი  საქართველოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  დაღუპული,მარად  ჭაბუკებად  დარჩენილი,ჩვენი  ბიჭების  ყველაზე  დიდი  ჯილდო  იქნება...
  საქართველოს  პრეზიდენტის   განკარგულებით  სამშობლოს   ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის, ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისთვის  გოჩა  კვანტალიანი,   სიკვდილის  შემდეგ,  დაჯილდოვდა  ვახტანგ   გორგასლის  I   ხარისხის   ორდენით.

წყარო მარინა ნაჭყებია დაიბადა სოხუმში 1956 წლის 24 დეკემბერს

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.04.2021
ბოლო რედაქტირება 11.03.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 10.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0