ვალერიან კვაჭაძე ( 15 აპრილი 1918-2006) მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
მუშაობდა რუსთაველის თეატრში, შემდეგ სოხუმის თეატრში; 1951 წელს მიიწვიეს მოსკოვის სამხატვრო თეატრში; 1963 წლიდან "მოსფილმის" რეჟისორი; 1968 წლიდან გაერთიანება "ეკრანის" რეჟისორი; 1972 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეჟისორი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "ბებერი მეზურნეები" (1973), "ღვინის ქურდები"(1975), "მარადისობის კანონი" (1982), "ორშაბათი ჩვეულებირივი დღეა" (1984), "ქველი (კეთილისმყოფელი)" (1988), "ლუიზა" (1988), "შარვალი" (1988) და სხვ.; სცენარის ავტორია ფილმების: "ქველი (კეთილისმყოფელი)" (1988), "ლუიზა" (1988), "შარვალი" (1988). გადაღებულია ფილმებში: "ეთერის სიმღერა" (ზაქარია ფალიაშვილი, 1956), "მარადისობის კანონი" (ექიმი, 1982), "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი" (1989), "ცარიელი სივრცე" (2001).