იოანე X დიასამიძე — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1688-1692 და 1695-1700 წლებში. მხარს უჭერს ერეკლე I-ს გიორგი XI-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ზრუნავდა მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეკონომიკურად გაძლიერებისათვის. 1692 წელს დავით-გარეჯის მონასტერს მცხეთის შემოსავლიდან დაუწესა ყოველწლიური ულუფა-ჯამაგირი სურსათის სახით.
კათოლიკოსად კურთხევამდე რუსთავის მიტროპოლიტი იყო. იოანეს კათოლიკოსად დადგინების ფაქტთან დაკავშირებით ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს: „ამან (ერეკლე I-მა) შესცვალა და დასხნა თჳსნი, კათალიკოსად დიასამიძე იოანე, მთავარეპისკოპოზად ნაცვლიშვილი, ტფილელად ყაფლანისშვილი დომენტი, მანგლელად ჯავახიშვილი იოსებ“.
შემორჩა იოანე დიასამიძის მიერ 1689-1700 წლებში გაცემული რამდენიმე წყალობის წიგნი. გარდაიცვალა 1700 წელს.