სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პლატონ კორიშელი (1883-1937) მსახიობი.ბაღდადი,იმერეთი.
ბმულის კოპირება



ბაღდადი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

13       ბეჭდვა

პლატონ კორიშელი (1883-1937) მსახიობი.ბაღდადი,იმერეთი.

პლატონ კორიშელი ( 12 ნოემბერი 1883-1937) მსახიობი.

დაბადების ადგილი: სოფელი დიმი, ბაღდადის რაიონი.

დაამთავრა გ. ჯაბადარის თეატრალური სტუდია 1920 წელს.

მუშაობდა ბათუმის როტშილდის ქარხანაში. 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის იძულებული გახდა უკრაინაში წასულიყო, სადაც 1906-1908 წლებში დრამატულ დასში მოღვაწეობდა. ბათუმში გასტროლების დროს პ. კორიშელი ლადო მესხიშვილს წარუდგინეს, რომელმაც ის სამუშაოდ ქართულ თეატრში მიიწვია. სხვადასხვა წლებში მსახიობი მოღვაწეობდა: ქუთაისის თეატრში (1906-1911), შ. დადიანის "მოგზაურ დასში" (1911-1914), თბილისის სახალხო სახლში (1914-1918), რუსთაველის თეატრში (1920-1936). რუსთაველის თეატრში მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: ფლორენი (ლოპე დევეგას "ცხვრის წყარო"), მაიკლ ჯეიმსი (ჯ. სინგის "გმირი"), გველეშაპი (ი. გედევანიშვილის "სინათლე"), ზაალი (ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში"), პედჟი (შექსპირის "ვინძორის ცელქი ქალები"), მოურავი, მათია, მანსური (ს. შანშიაშვილის "ლატავრა", "მათრახის პანაშვიდი", "ანზორი"), პარმენი (ნ. აზიანის "დეზერტირკა"), მოხუცი ვაჭარი, ქურუმი ზურბანო (ა. გლებოვის "ზაგმუკი"), ჩაპლაგარა (კ. ლიპსკეროვის "კარმენსიტა"), ადმირალი მალცინი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა") და სხვ. პ. კორიშელი 1936 წელს დაპატიმრებული იქნა, როგორც ს. ახმეტელის თანამზრახველი. 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.03.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ნატალია ბურმისტროვა (1918-2018) მსახიობი.ბორისოვი,მინსკის გუბერნია.

1 0