ზაზა (ზაირა) ლებანიძე ( 29 ნოემბერი 1935-2019) მსახიობი.
დაბადების ადგილი: სოფელი ბუკნარი, ჩოხატაურის რაიონი.
დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტი 1958 წელს.
სხვადასხვა წლებში მუშაობდა: სოხუმის ქართულ დასში (1958-1960), მარჯანიშვილის (1960-1967), რუსთავის (1967-1975) თეატრებში. 1975 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: სოხუმის თეატრში: მაყვალა (ა. ყაზბეგის "მოძღვარი"), ლიზა (მ. გორკის "მზის შვილები"), მარია ანტონოვნა (ნ. გოგოლის "რევიზორი"); მარჯანიშვილის თეატრში: სპინოზა (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ჰარა (ნ. პერიალისის "ბაფთიანი გოგონა"), ლოლა (გ. მდივნის "კონსული მოიპარეს"); რუსთავის თეატრში: ნატო ჩოდრიშვილი (ა. ჩხაიძის "ხიდი") დედაბერი (ვ. კოროსტილიოვის "ასი წლის შემდეგ"), ალდონსა-დულცინეა (დ. ვასერმანის, ჯ. დერიონის "ლამანჩელი"), ნასტია (მ. გორკის "ფსკერზე"),
ნუნუ ექიმი (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა"), ქალი (ო. ასენას "შიში"), ფოსფორიული ქალი (ვ. მაიაკოვსკის "აბანო"); რუსთაველის თეატრში: ელენე (ა. ჩხაიძის "თავისუფალი თემა"), ბებია (ნ. დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), მატრიონა (ალ. ტოლსტოის "მეუფება წყვდიადისა"), ნატო და ანოს დედა (თ. ჭილაძის "როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის"), გიორგის ქალიშვილი (რ. სტურუას, ლ. ფოფხაძის, ა. ვარსიმაშვილის "ვარიაციები თანამედროვე თემაზე"), მესალინა (ლ. ზორინის "რომაული კომედია"), ნათელა (ნ. წულეისკირის "ძველი სამრეკლო") და სხვა; გადაღებულია ფილმებში: "განძი" (1961), "ერთი ნახვით შეყვარება" (1975), "რაჭა ჩემო სიყვარულო" (1977), "წისქვილი ქალაქის გარეუბანში" (1981) და სხვა.