ელენე მარჯანიშვილი ( 15 მარტი 1890-1955) მსახიობი.
დაბადების ადგილი: სოფელი ბაკურციხე, გურჯაანის რაიონი.
სწავლობდა დრამატულ კურსებზე თავდაპირველად თბილისში, შემდეგ პეტერბურგში.
1908 წელს სასცენო მოღვაწეობა დაიწყო ლ. იავორსკაიას საგასტროლო დასში; 1908-1920წწ. იყო რუსეთის თეატრის, 1920-1926წწ. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის, 1926-1928წწ. თბილისის მუშათა თეატრის, 1928-1955წწ. კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; შესრულებული როლები: ქეთევანი(დ. ერისთავის "სამშობლო"), ბაბულია(ს. შანშიაშვილის "ჰერეთის გმირები"), ხასინტა(ლოპე დე ვაგას "ცხვრის წყარო"), დედოფალი ჰერტრუდა(უ. შექსპირის "ჰამლეტი"), ოთარაანთ ქვრივი(შ. დადიანის "ჩატეხილი ხიდი");