სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11211

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
მანანა მენაბდე  (1948) მომღერალი, მსახიობი, მწერალი, მხატვარი წარმ. ლანჩხუთი გურია
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი მენაბდე სია

ლანჩხუთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

13       ბეჭდვა

მანანა მენაბდე (1948) მომღერალი, მსახიობი, მწერალი, მხატვარი წარმ. ლანჩხუთი გურია

მანანა მენაბდე  ( 19 ნოემბერი 1948) მომღერალი, მსახიობი, მწერალი, მხატვარი.


დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქ. მოსკოვის თეატრალური ინსტიტუტი(ესტრადის რეჟისორის სპეციალობა).


დაიბადა მომღერლების, ქართული ქალაქური რომანსის ცნობილი შემსრულებლების, დები იშხნელების ოჯახში; 16 წლის ასაკში მონაწილეობდა ვოკალურ–ინსტრუმენტული ანსამბლის "რეროს" კონცერტში; სწავლობდა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში(რეჟისურა); იყო საქართველოს ტელევიზიის მუსიკალური და საესტრადო გადაცემების რეჟისორი; 1980–იანი წლებიდან ცხოვრობდა ქ. მოსკოვში, იყო "იმპროვიზაციის თეატრის" მსახიობი(რეჟისორი ო. კისელიოვი);


გამოდის სოლო კონცერტებით, სადაც მსმენელს ქართული, რუსული და ევროპული სიმღერების, რომანსების თავისებურ ინტერპრეტაციას სთავაზობს; მისი მუსიკალური ნაწარმოები პირველად აჟღერდა რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ფილმში "დღეს ღამე უთენებია"(1982, კანის ფესტივალის მაყურებლის პრიზი), სადაც თავად ასრულებს საკუთარ სიმღერებს და ერთ–ერთ მთავარ როლს; წერს პროზაულსა და პოეტურ ნაწარმოებებს, ხატავს, ამზადებს კერამიკულ ნაკეთობებს;


თანამშრომლობს ქართულ ფოლკლორულ–ჯაზ კოლექტივთან "შინ"; 1983 წელს რადიო BBC და რადიო "თავისუფლება" რეგულარულად ამზადებდა გადაცემებს მანანა მენაბდის შესახებ; მონაწილეობდა კინო–ფილმებში: "არსენას ლექსი"(1986, მუსიკა ი. კეჭაყმაძის, რეჟისორი ნ. ხატისკაცი), "სიბრძნე სიცრუისა"(1991); 1991 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ქ. ბერლინში; გასტროლები: აშშ, ინგლისი, ესპანეთი, იტალია, იაპონია, ჩინეთი, ისრაელი, სლოვაკეთი.

მენაბდე ანასეული, ბაილეთიბოხვაურიგომი, გურიანთადვაბზულანჩხუთილიხაური, მელექედური, ნაგომარინატანებინიგვზიანი, შემოქმედიჩოხატაურიცხემლისხიდიჭანიეთიხრიალეთი  http://www.geogen.ge/ge/treasurege/78/4315/




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.03.2020
ბოლო რედაქტირება 24.01.2023
სულ რედაქტირებულია 2





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0