სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან
5.5 იოაკიმე (იოვაკიმე) – XV საუკუნის 70-იანი წლები აფხაზეთის ( დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსი
ბმულის კოპირება

საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

308       ბეჭდვა

5.5 იოაკიმე (იოვაკიმე) – XV საუკუნის 70-იანი წლები აფხაზეთის ( დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსი

იოვაკიმე — დასავლეთ საქართველოს („აფხაზეთის“) კათოლიკოსი დაახლოებით XV საუკუნის 70-იან წლებში, ცაიშელ-ბედიელი (ცაიშისა და ბედიის მთავარეპისკოპოსი).

დასავლეთ საქართველოს მაშინდელი პოლიტიკური მმართველების — ბაგრატ VI-ის, დადიანისა და გურიელის სურვილით კათოლიკოსად აკურთხა არა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, არამედ დასავლეთ საქართველოში შემთხვევით ჩამოსულმა იერუსალიმისა და ანტიოქიის პატრიარქმა მიქაელმა (1470/1474—1484). ამ აქტით მათ ხელი შეუწყვეს საქართველოში პოლიტიკური განკერძოებულობის გაღრმავებას. იოვაკიმეს კათოლიკოსად დადგენასთან დაკავშირებით პატრიარქ მიქაელის სახელით შედგა კანონიკური ძეგლი „მცნებაჲ სასჯულოჲ“, რომელიც განსაზღვრავდა და აწესრიგებდა სრულიად აფხაზეთის კათოლიკოსის იურისდიქციას, მოქმედ საეკლესიო დისციპლინურ და რელიგიურ-სარწმუნოებრივ ნორმებს, სასჯელს და სხვა.

წყაროებში იოვაკიმე დახასიათებულია როგორც საეკლესიო საქმეების ენერგიული გამგებელი, რომელიც განსაკუთრებით ზრუნავდა საკუთრივ აფხაზეთში ქრისტიანული რელიგიის დანერგვა-განმტკიცებისათვის. იოვაკიმეს ამაგი დაუდვია იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტრისათვის, ამის გამო იქ საუკუნო აღაპი დაუწესეს.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0