სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან
5.12 ზაქარია(ქვარიანი) - 1657-1660 აფხაზეთის ( დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსი
ბმულის კოპირება

საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან

გვარი ქვარიანი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

371       ბეჭდვა

5.12 ზაქარია(ქვარიანი) - 1657-1660 აფხაზეთის ( დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსი

ზაქარია (გვარად ქვარიანი) (გ. 1660) — დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1657-1660 წლებში. მანამდე, 1637-1657 წლებში იყო გელათის ეპისკოპოსი (გაენათელი) მიტროპოლიტის წოდებით.


საგვარეულო მამულები და სასახლე ჰქონდა ქუთაისში მწვანეყვავილაზე. იმერეთის სამეფო კართან დაახლოებული პირი და ალექსანდრე III-ის პირადი მოძღვარი იყო. ზრუნავდა დასავლეთ საქართველოს ეკლესიის მთლიანობის განმტკიცებისათვის. დაახლოებით 1659 წელს ოდიშის მთავარს ვამეყ III დადიანს ფიცი დაადებინა ოდიშში საკათოლიკოსო მამულების მმართველობაში ჩაურევლობის შესახებ და სხვ., მისგანვე მიიღო საკათოლიკოსო სადგომად სენაკის საწინამძღვრო ეკლესია მამულებითა და სასახლით. ასევე საკათოლიკოსო სადგომად გურიის მთავრებისაგან მიიღო აკეთის ეკლესია მამულებით. ცნობილია მისი შეკვეთით 1652-1655 წლებში გადაწერილი „დიდი გულანი“, რომელიც 1705 წელს დავით-გარეჯის მონასტრისათვის შეუწირავთ. ზაქარია სიცოცხლეშივე გამოუხატავთ გელათის წმ. გიორგის ეკლესიის სამხრეთ სვეტზე. დაკრძალულია გელათში.

ზაქარია, გელათის მონასტერი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 14.10.2023
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0