ფარნავაზ II (ლათ. Pharnabazus II),
პავლე ინგოროყვას „ძველი ქართული მატიანე „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სიის“ მიხედვით: ბარაცმან [ბარაცმან-ავაზ || ფარსმან-ავაზ] = ფარნავაზ II, „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ (შატბერდის კრებულის 1979 წლის გამოცემიდან) მიხედვით: ბრატმან, ლეონტი მროველის „ცხოვრება ქართველთა მეფეთას“ 1955 წელს სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით გამოცემული „ქართლის ცხოვრების“ (ტომი I), ვახუშტის ბატონიშვილის „საქართველოს ისტორიის“ და „საქართველოს ძველი ისტორიის“, ასევე თეიმურაზ ბატონიშვილის „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსას“ და კირილ თუმანოვის „იბერიის ადრეული მეფეების ქრონოლოგიის“ მიხედვით: ბარტომ — იბერიის მეფე ძვ. წ. I საუკუნეში. ძვ. 36 წელს მარკუს ანტონიუსმა რომაელთა ლაშქარი პუბლიუს კანიდიუს კრასუსის მეთაურობით იბერიაში გააგზავნა. კრასუსმა დაამარცხა ქართლის მეფე ფარნავაზი, მოკავშირედ გაიხადა იგი და მასთან ერთად შეიჭრა ალბანეთში. აქ მათ ერთად დაამარცხეს მეფე ზობერი.
ნახატი, გურამ მღებრიშვილი დ. 1949 წ. მხატვარი დაბ. სოფ. უდე, ადიგენი. მოღვ. რუსთავი