1784 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. სწავლის დროს მას მფარველობდა მაშინდელი საქართველოს პატრიარქიანტონ I ბაგრატიონი, რომლის ძალისხმევითაც მან შეისწავლა სასულიერო და საერო ლიტერატურა. ის ასევე სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორის კარზეც. ანტონ I-ის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვეტილი იყო მისი პატრიარქის ხარისხში აყვანა, თუმცა მეფის მემკვიდრე გიორგი XII-ის შუამდგომლობით პატრიარქად ერაკლი მეორის ვაჟი ანტონ მეორე დანიშნეს.
1794 წელს გაემგზავრა რუსეთში და დაემკვიდრა სანქტ-პეტერბურგის ალექსანდრე ნეველის მონასტერში.
1801 წლიდან იყო სანქტ-პეტერბურგის მიტროპოლიტის ამბროსის (პოდობაევი) მრჩეველი.
1801-08 იყო რუსეთისსინოდის წევრი, რომლის დროსაც ააღორძინა არჩილ მეფის მიერ მოსკოვში დაარსებული ტიპოგრაფია. გამოუშვა ოცამდე წიგნი.
1811წელს ანტონ II-ის რუსეთში გაწვევის გამო დაინიშნა აღმოსავლეთ საქართველოს ეკლესიის მმართველად. იმავე წლის 30 ივნისს კავკასიაში რუსეთის ხელისუფალთა დავალებით ვარლამმა შეადგინა აღმოსავლეთ საქართველოს ეკლესიის რეორგანიზაციის პროექტი, რომელიც სასულიერო დიკასტერიის დაარსებას, საქართველოს საეგზარქოსოს შექმნას და რუსეთის სინოდისადმი მის დაქვემდებარებას ითვალისწინებდა[1].
1811 წლის 8 ივლისს პროექტი მცირე ცვლილებით დაამტკიცა იმპერატორმა ალექსანდრე I-მა. ვარლამი დაინიშნა საქართველოს ეგზარქოსიად მიტროპოლიტის ხარისხში. მისი ეგზარქოსობის დროს აშენდა ქაშვეთის ეკლესიის კარიბჭე, ჯვრის ამაღლების ეკლესია და სიონის ახალი სამრეკლო.
1814 საქართველო-იმერეთის სინოდის კანტორის დაარსებასთან დაკავშირებით და დასავლეთ საქართველოს ეკლესიის (აფხაზეთის საკათალიკოსო) საეგზარქოსოსთან მიერთების გამო, ეწოდა საქართველოსა და იმერეთის ეგზარქოსი. მაგრამ ახალი საეკლესიო კანონების გატარების დროს ვარლამმა ვერ შეძლო დასავლეთ საქართველოს მაღალი სამღვდელო წრეების წინააღმდეგობათა დაძლევა. სინოდმა იგი შეცვალა და იქ თეოფილაქტე (რუსანოვი) დაინიშნა.
1817 წლის 14 მაისს ვარლამი პეტერბურგს, სინოდში გაიწვიეს[2], სადაც 1825-მდე დარჩა.
1825–1830 განაგებდა მოსკოვის დანიელის მონასტერს. ვარლამი ცნობილი იყო მჭევრმეტყველებით. მისი ქადაგებანი ქვეყნდებოდა ქართულ და რუსულ ენაზე. რუსულად გამოაქვეყნა ქართული ენის მოკლე გრამატიკა, 1805 მოსკოვში გამართა ქართული სტამბა და დაბეჭდა "სადღესასწაულო", 1825 — „განმარტება სახარებისა“. წერდა ლექსებსაც, რომლებიც დაცულია ხელნაწერების სახით (S-1512, 3723, 1164).
1830 წლის დეკემბერს გარდაიცვალა და დასაფლავეს დანიელის მონასტერში.
მიტროპოლიტი ვარლაამი (ერისთავი) 1763-1830წწ XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე
ქსნის ერისთავების საგვარეულოდან ქართული კულტურის არაერთი თვალსაჩინო მოღვაწე გამოსულა, მათ შორის თავისი მოღვაწეობით
გამოირჩევა მიტროპოლიტი ვარლაამი (ერისთავი).
მიტროპოლიტი ვარლაამი, ერისკაცობაში - ვახტანგ დავითის ძე ერისთავი, 1763 წლის 8 აგვისტოს
ქართლში, ქსნის ერისთავების თავადურ ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება პატარა ვახტანგმა ოჯახში მიიღო. შემდეგ იგი
აღსაზრდელად და ცოდნის მისაღებად თბილისში, ანჩისხატის ტაძართან არსებულ სასულიერო სემინარიაში მიაბარეს სადაც
მისი აღზრდა თავად კათოლიკოსმა ანტონ I-მა ითავა. სემინარიაში სწავლის პერიოდში ვახტანგმა საფუძვლიანად შეისწავლა
წერა-კცითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი, სასულიერო და საერო ლიტერატურა. კარგად იყო განსწავლული სამეცნიერო და
საფილოსოფიო საგნებშიც. მალე იგი ანტონ კათოლიკოსის საყვარელი მოწაფე გახდა. იოანე ბატონიშვილი
თავის „კალსამობაში“ ასე ახასიათებს მეუფე ვარლაამს: „ვარლაამ ახტალის ეპისკოპოსი არს აღზრდილი კათოლიკოზის
ანტონისაგანვე, საფილოსოფოსოსა სწავლასა და ღმრთისმეტყველებასა შინა მეცნიერი, უცხო რიტორი და მშვენიერი
მოქადაგე. ამან ასწავა სხვათა და სხვათა მოწაფეთა საფილოსოფო სწავლანი და უკანასკნელ წარმოვიდა როსიად და
პავლე იმპერატორმა განაწესა სინოდისა წევრად. ამან ისწავა
გვ393
რუსული ენა კეთილად და ქმნა საუფლოთა და სხვათა დღესასწაულთა ქადაგებისა წიგნი, საამო სასმენი და
დათხზული. და აწ არს აქა თქვენ თანა“.
მის გაანათლებაზე მეტყველებს ასევე ცნობილი დეკანოზის, გრამატიკოს იოანე ქართველიშვილის გადმოცემა: „ვისწავლე
აღსნით ვარლამისაგან წიგნი: ღრამატიკა, რიტორიკა, კატიღორია, ლოღიკა და მეტაფისიკა და გადავწერე წიგნნი ესენი თვინიერ კატიღორიისა“.
XVIII საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ანტონ კათოლიკოსმა ვახტანგი ბერად აღკვეცა და სახელად ვარლაამი
უწოდა. მალევე დიაკვნად აკურთხეს და მღვდლად დაასხა ხელი.
მღვდელ-მონაზონი ვარლაამი სამეფო კარზე მსახურობდა და აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საერო თუ სასულიერო ცხოვრებაში.
1788 წლის 28 თებერვალს გარდაიცვალა მისი აღმზრდელი და მასწავლებელი კათოლიკოსი ანტონ I. საქართველოს
სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობელი გახდა ერეკლე II-ის შვილი, ალავერდელი მიტროპოლიტი ანტონი, ანტონ II-ის სახელწოდებით.
შემორჩენილია სიტყვა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში თქმული არქიმანდრიტ ვარლაამის მიერ 1788 წლის 29 ოქტომბერს ანტონ II-ის აღსაყდრებაზე:
„უნეტარესო და უწმიდესო მეუფეო! მივხედავ-რა დღისა ამის მოწევნასა, სხვა და სხვითა მაიძულებლობითთა თანამდებობითითა ვიიძულები მეტყველებად,
გარნა ვინაითგან ესე გვართა მცირედთა სიტყვათა მეტყველებისა ძალი მიმიღიეს მე უწმიდესისა მის მეუფისაგან, პირველ მოსაყდრისა თქვენისა, და ვინაითგან
ოქროვანნი ბაგენი მისნი დახშულ არიან, ამისთვის ვიტყვი კადნიერ სიტყვასა უწმიდესობისა მისისასა უწმიდესობისა თქვენისა:
ესრეთ უკვე, უნეტარესო მეუფეო, უწმიდესი იგი მეუფე, აღმზრდელი იგი უწმიდესობისა თქვენისა, გიხმობს დღეს საფლავით გამო ესრეთ:
მასმინე მე, ჰოი, უწმიდესო ანტონი, მე ანტონის აღმზრდელსა შენსა, და ჰსცან, რამეთუ დღეს ფრიადითა
გვ394
მხიარულებითა აღვივსები, რამეთუ რაიცა სასურველ-იყო ჩემდა იგი აღსრულებულ არსღა; ვინაითგან სრულთა შინა სიბრძნეთა
წარმატებული დაიდგინე კათედრასა ამას ზედა ჩემსა. და ამისათვის ვიხარებ მე ამას ზედა, რომელ მეცნიერებითთა წყაროთა მეწყაროენი ბაგენი შენნი,
ნაცვალად ჩემისა, დაიდგინნეს მოძღვრად ამისა წმიდისადმი კათოლიკე ეკლესიისად. განვსცხრე- ბი მე ამას ზედა, რომელ სიბრძნისა ნაკადთა მენაკადულე ენა
უწმიდესობისა თქვენისა, ნაცვლად ჩემსა, განიწესა მწყემსად ამის დიდებულისა ტაძრისა; ვიშუებ მე ამისთვის, ვინაითგან
ღვთისმეტყველებითთა მდინარეთა მადენი პირი უწმიდესობისა თქვენისა განიჩინა განმგედ ამის წმიდისადმი სამოციქულო
ეკლესიისა; ესე არს დიდება ჩემდა და სიხარული უნაკლო. ესრეთ უკვე, უწმიდესო მეუფეო, მისმინე, რასა ესე ვხმობ საფლავით
გამო და განსჭვრიტე სიქადულო, სიხარულო, სიმტკიცეო და ძალო ჩემო შენისა მოხუცისა და მეტრფისა ბიძისაო და იხილე,
თუ რაბამ რაოდენითა კეთილობითა შეგიმკევ ეკლესია საქართველოისა და საღმრთობთა სიკეთითა განშვენებული განგიმზადე, რამეთუ მე ეკლესიანი შენნი